მთავარითემები „გ“გამზადება მოქმედებისთვის

გამზადება მოქმედებისთვის

22 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 1 პეტრეს 1:13
    ამიტომ შემოისარტყლეთ თქვენი გონების წელი, იფხიზლეთ და იესო ქრისტეს გამოცხადებით თქვენთვის მოსაცემი მადლის სრული იმედი იქონიეთ.
  2. გამოსვლა 19:11
    მზად იყვნენ მესამე დღისთვის, რადგან მესამე დღეს ჩამოვა უფალი მთელი ხალხის თვალწინ სინაის მთაზე.
  3. გამოსვლა 19:15
    უთხრა ხალხს: „მზად იყავით მესამე დღისთვის, ცოლებს ნუ მიეკარებით”.
  4. გამოსვლა 34:2
    მზად იყავი განთიადისთვის; ამოდი დილას სინაის მთაზე და იქ, მთის წვერზე დადექი ჩემთან.
  5. 3 მეფეთა 18:46
    უფლის ხელი იყო ელიაზე, სარტყელი შემოირტყა წელზე და სირბილით გადაასწრო ახაბს იზრეყელამდე.
  6. იობი 38:3
    წელზე სარტყელი შემოირტყი, როგორც კაცს შეჰფერის; შეგე­კითხები და მიპასუხე:
  7. 4 მეფეთა 4:29
    უთხრა გეხაზს: „შემოისარტყლე, აიღე ჩემი კვერთხი და წადი. თუ ვინმეს შეხვდი, ნუ მიესალმები და თუ მოგესალმოს ვინმე, ნუ უპასუხებ. სახეზე დაადე ყრმას კვერთხი”.
  8. 4 მეფეთა 9:1
    მოუხმო ელისე წინასწარმეტყველმა ერთ-ერთს წინასწარმეტყველთა ძეთაგან და უთხრა: "სარტყელი შეიბი წელზე, აიღე ეს ზეთის ჭურჭელი და გილყადის რამოთს წადი.
  9. ესაია 52:10
    გაიშიშვლა უფალმა წმიდა მკლავი ყველა ერის თვალწინ, რათა დედამიწის ყველა კიდემ იხილოს ჩვენი ხსნა ღვთისმიერი.
  10. იოანეს 21:7
    მოწაფემ, იესოს რომ უყვარდა, უთხრა პეტრეს: „ეს უფალია”. როცა გაიგონა სიმონ-პეტრემ, უფალიაო, მოსასხამი მოიხვია, რადგან შიშველი იყო, და ზღვაში გადაეშვა.
  11. ეზეკილეი 7:14
    საყვირს ჩაჰბერავენ და გაემზადებიან, მაგრამ ვერავინ გავა საბრძოლველად, რადგან ჩემი რისხვაა მთელ მათ სიმრავლეზე.
  12. იგავნი 24:27
    დაასრულე შენი საქმე გარეთ, მოამზადე მინდორი, შემდეგ კი აიშენე სახლი.
  13. ეზეკიელი 38:7
    გაემზადეთ და საჭურველი აისხით შენ და მთელმა შენმა რაზმმა, შენთან შემოკრებილმა, და სარდლად დაუდექი.
  14. ნაუმი 2:1
    აღდგა შენი მიმომფანტველი შენს წინააღმდეგ, დაიცავი სიმაგრეები, თვალი გეჭიროს გზაზე, წელი გაიმაგრე და ძალა მოიკრიბე.
  15. მათეს 25:4
    ხოლო გონიერებმა ლამპრებთან ერთად ზეთიც თან გაიყოლეს ჭურჭლებით.
  16. მარკოზის 14:15
    და ის გიჩვენებთ ზემო ოთახს, მოფარდაგებულსა და გამზადებულს. იქ მოგვიმზადეთ ჩვენ”.
  17. საქმეები 23:15
    თქვენ და სინედრიონმა ათასისთავს შეუთვალეთ, რომ თქვენთან მოიყვანოს იგი, ვითომ უფრო დაწვრილებით გინდათ მისი საქმის გამოძიება; ჩვენ კი, ვიდრე თქვენამდე მოაღწევს, მზად ვიქნებით მის მოსაკლავად”.
  18. ტიტეს 3:1
    შეახსენე მათ – დაემორჩილონ და მოუსმინონ გამგებლებსა და ხელისუფალთ, მზად იყვნენ ყოველგვარი კეთილი საქმისთვის.
  19. ლევიანნი 16:22
    იტვირთავს ვაცი ყველა მათ ცოდვას, წაიღებს უდაბურ ქვეყანაში; და გაუშვებს კაცი თხას უდაბნოში.
  20. საქმეები 23:21
    მაგრამ ნუ დაუჯერებ მათ; ორმოცზე მეტი კაცი, რომელთაც ფიცი დადეს, არც ჭამონ და არც სვან, სანამ პავლეს არ მოკლავენ, ჩასაფრდნენ და გამზადებულნი არიან, შენს ბრძანებასღა ელიან”.
  21. გამოცხადება 8:6
    და შვიდი ანგელოზი, შვიდი საყვირი რომ ჰქონდა, მოემზადა დასაყვირებლად.
  22. გამოცხადება 9:15
    და აიხსნა ოთხი ანგელოზი, რომლებიც იმ საათისა და დღის, თვისა და წლისთვის იყვნენ გამზადებულნი, ადამიანთა მესამედი რომ უნდა ამოეწყვიტათ.

← ყველა თემა „გ“-ზე