მთავარითემები „ფ“ფუჭი საუბარი

ფუჭი საუბარი

10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მათეს 12:36
    თქვენ კი გეუბნებით, რომ ყოველი ფუჭი სიტყვისთვის, რომელსაც იტყვიან ადამიანები, პასუხს აგებენ განკითხვის დღეს;
  2. ფსალმუნები 11:2
    ერთიმეორეს ატყუებენ, პირფერი ბაგეებით ორპირულად ლაპარაკობენ;
  3. იობი 11:2
    განა უპასუხოდ დარჩება მრავალსიტყვაობა და გამართლდება მოლაყბე კაცი?
  4. იობი 15:3
    უნდა დაობდეს უსარგებლო ლაპარაკით ან სიტყვებით, რომლებშიც ხეირი არა ყრია რა?
  5. იგავნი 10:19
    ვინც ბევრს ლაპარაკობს, ცოდვას ვერ ასცდება, თავისი ენის მომთოკველი კი ბრძენია.
  6. იგავნი 14:23
    ყოველგვარ შრომას მოგება მოაქვს, ფუჭ სიტყვებს კი მხოლოდ - სიღარიბე.
  7. იგავნი 29:11
    ბრიყვი მთელ თავის შინაგანს გადმოღვრის, ბრძენი კი - თავშეკავებულია.
  8. ეკლესიასტე 5:3
    როგორც სიზმარი მოჰყვება მრავალ საზრუნავს, ისე უგუნურის ხმა - მრავალსიტყვაობას.
  9. ეკლესიასტე 10:13
    მისი სიტყვები უგუნურებით იწყება და ავი სიშლეგით მთავრდება.
  10. ტიტეს 1:10
    ვინაიდან ბევრია ურჩი, ყბედი და მატყუარა, განსაკუთრებით წინადაცვეთილთაგან,

← ყველა თემა „ფ“-ზე