ბიბლიის მუხლები თემაზე
ფარული ცოდვები
14 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- იგავნი 28:13
ვინც თავის დანაშაულს მალავს, წარმატება არ ექნება, მათი ამღიარებელი და მიმტოვებელი კი წყალობას ჰპოვებს.
- ფსალმუნები 89:8
თვალწინ გაქვს დადებული ჩვენი დანაშაულებანი და ჩვენი საიდუმლო ცოდვანი - შენი სახის სინათლეზე.
- ფსალმუნები 18:12
ვინ გააცნობიერებს თავის შეცდომებს? განმწმიდე მე დაფარულთაგან.
- 4 მეფეთა 17:9
ფარულად სჩადიოდნენ ამ საქმეებს უფლის, თავისი ღმერთის წინააღმდეგ ისრაელის ძენი და გორაკები გაიმართეს თავიანთ ქალაქებში, საგუშაგო გოდოლიდან გამაგრებულ ქალაქამდე.
- იობი 24:16
სახლებს ძირს უთხრიან ბნელში, დღისით კი თავისთვის იკეტებიან, არ იციან ნათელი;
- ესაია 29:15
ვაი მათ, ვინც უფლისგან გულის სიღრმეში მალავენ ზრახვებს, სიბნელეში აქვთ საქმენი და ამბობენ: "ვინ გვხედავს ან ვინ გვიცნობს?
- ეზეკიელი 8:12
მითხრა: „ხომ ნახე, ძეო კაცისავ, რას აკეთებენ ისრაელის ტაძრის უხუცესნი დაფარულში, თითოეული თავისი ცრუღმერთის საწმიდარში? ვინაიდან ამბობენ: უფალი ვერ გვხედავს; დატოვა უფალმა ეს ქვეყანა”.
- ეფესელთა 5:12
რადგან, რასაც ისინი ფარულად აკეთებენ, სალაპარაკოდაც კი სამარცხვინოა.
- იობი 24:14
განთიადზე დგება მკვლელი, კლავს ღარიბსა და გლახაკს, ღამით კი ქურდობს.
- იგავნი 7:8-9
ქუჩაზე გადამავალი, ქალის სახლის კუთხესთან; მისი სახლის გზას დაადგა, შებინდებულზე, შუაღამესა და წყვდიადში.
- იოანეს 3:20
რადგან ყველას, ვინც სჩადის დანაშაულს, სძულს სინათლე და არ ისწრაფვის სინათლისკენ, რათა მხილებული არ იქნეს მისი საქმენი.
- რომაელთა 13:12
ღამე მიდის და დღე ახლოვდება. ამიტომ მოვიშოროთ სიბნელის საქმეები და შევიმოსოთ ნათლის საჭურვლით.
- ეფესელთა 5:11
და ნუ ეზიარებით სიბნელის უნაყოფო საქმეებს, არამედ ამხილეთ.
- 1 თესალონიკელთა 5:7
ვინაიდან მძინარეებს ღამღამობით სძინავთ და ლოთები ღამით თვრებიან.