1 და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი:
2 „ძეო კაცისავ! რა უპირატესობა აქვს ვაზის ხეს რომელიმე ფოთლოვანი ხის წინაშე, ტყის ხეთა შორის რომ არიან?
3 იღებენ მისგან მერქანს რაიმე ნაკეთობის გასაკეთებლად? თუ გამოიღებენ მისგან პალოს მასზე რაიმე ჭურჭლის ჩამოსაკიდად?
4 აჰა, ცეცხლს მიეცა იგი შესაჭმელად, მისი ორივე ბოლო ცეცხლმა შეჭამა და შუაგული გამოეწვა – განა გამოსადეგია ის რაიმე ხელობისათვის?
5 მაშინაც კი, როდესაც მთელი იყო, არ გამოდგებოდა ხელობისათვის, მით უფრო ახლა, როდესაც ცეცხლმა შეჭამა იგი და გამოიწვა, გამოდგება კიდევ ხელობისათვის?”
6 ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: „როგორც ვაზის ხე ტყის ხეთა შორის ცეცხლს მივეცი შესაჭმელად, ასევე მივცემ იერუსალიმის მცხოვრებთაც.
7 და მივაქცევ ჩემს პირს მათ წინააღმდეგ, ცეცხლიდან გამოვიდნენ და ცეცხლი შეჭამს მათ. მაშინ მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი, როდესაც მივაქცევ ჩემს პირს მათ წინააღმდეგ.
8 და ავაოხრებ ამ ქვეყანას იმის გამო, რომ მღალატობდნენ!” – სიტყვა უფალი ღმერთისა.