მთავარითემები „ე“ერთმანეთის სიყვარული

ერთმანეთის სიყვარული

34 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. გალატელთა 5:14
    ვინაიდან მთელ რჯულს ეს ერთი მცნება მოიცავს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი”.
  2. ლევიანნი 19:18
    შური არ იძიო და ბოღმას ნუ ჩაიდებ შენი თვისტომის მიმართ; გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. მე ვარ უფალი.
  3. ლევიანნი 19:34
    როგორც მკვიდრი თქვენ შორის, ისე იყოს ხიზანი თქვენთან და გიყვარდეთ იგი, როგორც თქვენი თავი, რადგან თქვენც ხიზნები იყავით ეგვიპტის ქვეყანაში. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
  4. მეორე რჯული 10:19
    შეიყვარეთ ხიზანი, ვინაიდან თქვენც ხიზნობდით ეგვიპტის ქვეყანაში.
  5. მათეს 22:39
    და მეორე, ამის მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.
  6. მარკოზის 12:31
    მეორეა: შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. ამათზე დიდი მცნება არ არსებობს”.
  7. იოანეს 15:12
    ესაა ჩემი მცნება - რომ გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ.
  8. რომაელთა 13:10
    სიყვარული ბოროტს არ უზამს მოყვასს. ამიტომ სიყვარული რჯულის აღსრულებაა.
  9. 1 თესალონიკელთა 4:9
    ხოლო ძმათმოყვარეობაზე საჭირო არ არის თქვენთვის მოწერა, ვინაიდან ღვთის მიერ ხართ განსწავლულნი ერთიმეორის სიყვარულში.
  10. ებრაელთა 13:1
    დარჩით ძმურ სიყვარულში.
  11. 1 პეტრეს 1:22
    და რაკი ჭეშმარიტებისადმი მორჩილებით განიწმიდეთ თქვენი სულები - უპირფერო, ძმური სიყვარულისთვის, მტკიცედ და სუფთა გულით გიყვარდეთ ერთმანეთი.
  12. 1 პეტრეს 2:17
    ყველას პატივი მიაგეთ, გიყვარდეთ საძმო, ღვთისა გეშინოდეთ, მეფეს პატივი ეცით.
  13. 1 იოანეს 3:23
    ხოლო მისი მცნება ის არის, რომ გვწამდეს მისი ძის იესო ქრისტეს სახელი და გვიყვარდეს ერთმანეთი, როგორც გვამცნო.
  14. 1 იოანეს 4:21
    და ასეთი მცნება გვაქვს მისგან, რომ ღვთის მოყვარულს თავისი ძმაც უყვარდეს!
  15. 1 იოანეს 4:11
    საყვარელნო, თუ ღმერთმა ასე შეგვიყვარა, ჩვენც გვმართებს ერთმანეთის სიყვარული!
  16. მალაქია 2:10
    განა ყველას ერთი მამა არა გვყავს? განა ერთმა ღმერთმა არ შეგვქმნა? რატომ ღალატობთ ერთი-მეორეს და ბღალავთ ჩვენი მამების აღთქმას?
  17. 1 იოანეს 3:16
    იმით შევიცანით სიყვარული, რომ მან საკუთარი თავი გაწირა ჩვენთვის და ჩვენც უნდა გავწიროთ თავები ძმებისთვის.
  18. იოაენს 13:35
    იმით გაიგებს ყველა, რომ ჩემი მოწაფენი ხართ, თუ გეყვარებათ ერთმანეთი”.
  19. 1 იოანეს 2:10
    ვისაც თავისი ძმა უყვარს, ის სინათლეში რჩება და საცდური არ არის მასში.
  20. 1 იოანეს 3:14
    ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით, რადგან გვიყვარს ძმები. ვისაც არ უყვარს, სიკვდილში რჩება.
  21. 1 იოანეს 4:7
    საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი! რადგან სიყვარული ღვთისგანაა; ხოლო ყოველი, ვისაც უყვარს, ღვთისგან არის შობილი და იცნობს ღმერთს.
  22. იგავნი 10:12
    სიძულვილი განხეთქილებას აღვივებს, სიყვარული კი ყველა დანაშაულს ფარავს.
  23. იგავნი 17:9
    ვინც წყენას ივიწყებს, ის მეგობრობას განამტკიცებს, ხოლო ვინც წყენას აღრმავებს, მეგობრებს კარგავს.
  24. ეფესელთა 4:2
    მთელი თავმდაბლობით, სიმშვიდითა და სულგრძელებით შეიწყნარეთ ერთმანეთი სიყვარულით.
  25. იგავნი 17:17
    მეგობარს ყოველთვის უყვარხარ და ძმა გასაჭირისთვის არის შობილი.
  26. გალატელთა 5:13
    თქვენ თავისუფლებისათვის ხართ მოწოდებულნი, ძმებო, ოღონდ ეს თავისუფლება არ უნდა გახდეს საბაბი ხორცის საამებლად, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს.
  27. ფილიპელთა 2:30
    რადგან ქრისტეს საქმისათვის სიკვდილს მიუახლოვდა და საფრთხეში ჩაიგდო სიცოცხლე, რათა შეევსო ჩემს მომართ თქვენი სამსახურის დანაკლისი.
  28. ფილიპელთა 4:10
    მე კი დიდად გავიხარე უფალში, რომ ბოლოს გააცხოველეთ ჩემზე ზრუნვა. უწინაც ზრუნავდით, მაგრამ ჟამი არ გიწყობდათ ხელს.
  29. 1 თესალონიკელთა 1:3
    ვიხსენებთ რა ჩვენი ღმერთისა და მამის წინაშე
  30. მათეს 25:36
    შიშველი ვიყავი და შემმოსეთ, სნეული ვიყავი და მინახულეთ, საპყრობილეში ვიყავი და მომაკითხეთ.’
  31. გალატელთ 4:14
    და თქვენ არ შეიძულეთ და არც უგულებელყავით ჩემი განსაცდელი სხეულში, არამედ მიმიღეთ, როგორც ღმერთის ანგელოზი, როგორც ქრისტე იესო.
  32. დაბადება 33:4
    გამოიქცა ესავი მის შესაგებებლად და გადაეხვია, ყელზე მოეჭდო, გადაკოცნა, და ატირდნენ ორივენი.
  33. საქმეები 20:37
    მაშინ დიდი ტირილი იყო მათ შორის, ყელზე ეხვეოდნენ პავლეს და ჰკოცნიდნენ.
  34. 1 პეტრეს 5:14
    მოიკითხეთ ერთმანეთი სიყვარულის ამბორით. მშვიდობა თქვენ ყველას, ვინც ქრისტეში ხართ. ამინ.

← ყველა თემა „ე“-ზე