მთავარითემები „ე“ერის განწმენდა

ერის განწმენდა

13 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. გამოსვლა 31:13
    ასე უთხარი ისრაელის შვილებს: დაიცავით ჩემი შაბათები, ნიშანია იგი ჩემსა და თქვენ შორის თაობიდან თაობამდე, რათა იცოდეთ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი გამწმედელი.
  2. ლევიანნი 20:8
    დაიცავით ჩემი წესები და აღასრულეთ ისინი, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი გამწმედი.
  3. ლევიანნი 21:23
    მაგრამ ფარდასთან არ მივიდეს და სამსხვერპლოს არ მიეახლოს, რადგან ნაკლი აქვს; და არ წაბილწოს ჩემი საწმიდარი, რადგან მე ვარ უფალი, მათი განმწმედელი”.
  4. ლევიანნი 22:16
    თორემ დადანაშაულდებიან და სასჯელს დაატეხენ ისრაელს, სიწმიდეთა ჭამით, რადგან მე ვარ უფალი, მათი განმწმედი”.
  5. ლევიანნი 22:9
    დაიცვან ჩემი დადგენილებანი, თორემ ცოდვას იტვირთავენ და დაიხოცებიან, მათი შებღალვის გამო. მე ვარ უფალი, მათი გამწმედი.
  6. ლევიანნი 20:7
    მომიძღვენით თავები და იყავით წმიდა, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
  7. ფსალმუნები 92:5
    სანდოა შენი მოწმობანი, სიწმიდე შეშვენის შენს სახლს, უფალო, სამარადჟამოდ.
  8. ეზეკიელი 37:28
    მაშინ გაიგებენ ერები, რომ მე ვარ უფალი, ისრაელის განმწმედელი, როცა ჩემი საწმიდარი იქნება მათ შორის საუკუნოდ”.
  9. ლუკას 2:23
    როგორც სწერია უფლის რჯულში: „ყოველ მამროვანს, რომელმაც განაპოს საშო, უფლის წმიდა ეწოდოს;
  10. იესო ნავეს ძე 7:13
    ადექი, განწმიდე ხალხი და უთხარი განიწმიდენით-თქო ხვალისთვის, რადგან ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: დარისხებულია შენს შორის, ისრაელ; ვერ შეძლებ მტერთან გამკლავებას, ვიდრე არ მოიშორებ დარისხებულს წიაღიდან.
  11. იესო ნავეს ძე 3:5
    უთხრა იეშუამ ხალხს: „განიწმიდეთ, რადგან სასწაულებს აღასრულებს ხვალ თქვენ შორის უფალი”.
  12. გამოსვლა 40:13
    შემოსე აჰარონი წმიდა სამოსელით, სცხე მას და წმიდა ჰყავ იგი, რათა მღვდლობა გამიწიოს.
  13. იობი 1:25
    ლხინის დღეები რომ ჩამთავრდებოდა, გაგზავნიდა იობი და განწმედდა მათ, დილაადრიან ადგებოდა და აღავლენდა სრულდდასაწველებს მათი რიცხვისამებრ, რადგან ამბობდა: ეგებ შესცოდეს ჩემმა ძეებმა და დაგმესო ღმერთი გულში. ყოველთვის ასე იქცეოდა იობი.

← ყველა თემა „ე“-ზე