ბიბლიის მუხლები თემაზე
ეკლესიის მშენებლობა
20 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- ეფესელთა 4:12
რათა სრულეყოთ წმიდები მსახურების საქმისათვის - ქრისტეს სხეულის აღსაშენებლად,
- ეფესელთა 4:16
ვის მიერაც მთელი სხეული, შენაწევრებული და შემტკიცებული ყოველნაირი მაცოცხლებელი კავშირების საშუალებით, სხეულის თითოეული ასოს ზომიერად მოქმედებით იზრდება თავისი თავის სიყვარულში აღსაშენებლად.
- 2 კორინთელთა 10:8
და თუ უფრო მეტად დავიკვეხნი ჩვენი ხელმწიფებით, რომელიც უფალმა მოგვცა ასაშენებლად და არა თქვენს დასაქცევად, არ შევრცხვები.
- 2 კორინთელთა 13:10
ამიტომ ვწერ ამას შორიდან, რათა მოსვლისას არ მოვიქცე მკაცრად იმ ძალაუფლებისამებრ, რომელიც უფალმა მომცა აღსაშენებლად და არა დასანგრევად.
- 1 კორინთელთა 3:10
მე, ღვთის მიერ ჩემთვის ბოძებული მადლით, როგორც ბრძენმა ხუროთმოძღვარმა, საძირკველი დავუდე, ხოლო სხვა აშენებს მასზე. მაგრამ თითოეულმა უყუროს, როგორ აშენებს მასზე.
- რომაელთა 14:19
მაშ, ვესწრაფოთ იმას, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღშენებას ემსახურება.
- 1 კორინთელთა 14:12
ასევე თქვენც, როცა ეშურებით სულიერ ნიჭებს, ეცადეთ იუხვოთ ეკლესიის აღსაშენებლად.
- 1 თესალონიკელთა 5:11
ამიტომ შეაგონეთ ერთმანეთს და აღაშენეთ ერთმანეთი, როგორც იქცევით კიდეც.
- რომაელთა 15:2
ყოველი ჩვენგანი უნდა აამებდეს მოყვასს სასიკეთო აღშენებისათვის.
- 2 კორინთელთა 12:19
კიდევ ხომ არ ფიქრობთ, რომ თავს ვიმართლებდით თქვენთან? ღვთის წინაშე ვლაპარაკობთ ქრისტეში და ყოველივე ეს, საყვარელნო, თქვენს აღსაშენებლადაა.
- ეფესელთა 4:29
არავითარი უშვერი სიტყვა არ დაგცდეთ პირიდან, არამედ მხოლოდ კეთილი აღსაშენებლად, რათა მადლი მიანიჭოს გამგონეთ.
- 1 კორინთელთა 14:26
მაშ, რაღა, ძმანო? როცა თქვენ იკრიბებით, ყოველს აქვს ფსალმუნი, აქვს სწავლა, აქვს ენა, აქვს გამოცხადება, აქვს განმარტება - ყოველივე ეს ხდებოდეს აღსაშენებლად.
- საქმეები 20:32
ახლა კი, ძმებო, მიგანდობთ უფალს და მისი მადლის სიტყვას, რომელსაც შეუძლია აგაშენოთ და მოგცეთ სამკვიდრებელი ყველა განწმედილთან ერთად.
- 1 კორინთელთა 8:1
ახლა ნაკერპავებზე. ვიცით, რადგან ყველას გვაქვს ცოდნა. მაგრამ ცოდნა აამპარტავნებს, სიყვარული კი აშენებს.
- 1 კორინთელთა 14:4
ენით მოლაპარაკე თავის თავს აშენებს, ხოლო ვინც წინასწარმეტყველებს, ეკლესიას აშენებს.
- 1 კორინთელთა 14:3
ხოლო, ვინც წინასწარმეტყველებს, ის ადამიანებს ელაპარაკება აღსაშენებლად, სანუგეშებლად და გასამხნევებლად.
- 1 კორინთელთა 14:5
მე მსურს, რომ თქვენ ყველანი ლაპარაკობდეთ ენებით. და უფრო მეტად, რომ წინასწარმეტყველებდეთ, ვინაიდან, ის, ვინც წინასწარმეტყველებს, ენებით მოლაპარაკეზე მეტია, თუ განმარტავს კიდეც, რათა ეკლესია აღშენდეს.
- კოლოსელთა 2:7
ფესვგადგმულებმა და მისით აღშენებულებმა, განმტკიცებულებმა რწმენით, როგორც გისწავლიათ, და წარმატებულებმა მადლიერებაში.
- 1 კორინთელთა 14:17
აი, შენ კეთილად სწირავ მადლს, მაგრამ სხვა არ შენდება.
- 1 კორინთელთა 10:23
ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი მრგებს; ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი მაშენებს.