ბიბლიის მუხლები თემაზე
ეგოიზმის მაგალითები
7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- დაბადება 4:9
ჰკითხა უფალმა კაენს: „სად არის შენი ძმა აბელი?” მიუგო კაენმა: „არ ვიცი. განა ჩემი ძმის დარაჯი ვარ?
- 1 მეფეთა 25:3
ნაბალი ერქვა კაცს, მის ცოლს კი - აბიგაილი; კეთილგონიერი და მშვენიერი იყო ქალი, კაცი კი - ულმობელი და ბოროტმოქმედი; ხალების შთამომავალი იყო იგი.
- ესთერი 6:6
შევიდა ჰამანი და ჰკითხა მას მეფემ: როგორ უნდა მოვექცეთ კაცს, ვისი პატივისცემაც სურს მეფეს?” თქვა გულში ჰამანმა: „ვისი პატივისცემა უნდა სურდეს მეფეს, თუ არა ჩემი?
- ესაია 56:11
ხარბი ძაღლები არიან, გაუმაძღარნი; მწყემსები არიან, მაგრამ გონიერება არა აქვთ. ყველამ თავ-თავის გზაზე გადაუხვია, უკლებლივ ყველამ - თავისი უმართლო ანგარებისკენ.
- ზაქარია 7:6
როცა ჭამთ და როცა სვამთ, განა თქვენთვის არა ჭამთ და თქვენთვის არა სვამთ?
- მარკოზის 10:37
ნება მოგვეცი, ერთი ჩვენგანი მარჯვნივ დაგიჯდეს, ხოლო მეორე - მარცხნივ, შენს დიდებაში
- იოანეს 6:26
უთხრა იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, სასწაულის გამო კი არ მეძებთ, რომელიც იხილეთ, არამედ იმის გამო, რომ პური ჭამეთ და გაძეხით.