ბიბლიის მუხლები თემაზე
ძველი გამონათქვამები
15 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- ეზეკიელი 16:44
და იტყვის შენზე ყოველი მეიგავე: რაც დედაა, შვილიც ის არისო.
- დაბადება 10:9
ძლიერი მონადირე იყო იგი უფლის წინაშე. ამიტომაც თქმულა - ნიმროდივით ძლიერი მონადირეაო უფლის წინაშე!
- 1 მეფეთა 10:12
და თქვა პასუხად ერთმა იქაურმა კაცმა: „ვინ არის მათი მამა?” ასე წარმოიშვა ანდაზა: „ნუთუ საულიც წინასწარმეტყველთა შორისააო?
- 1 მეფეთა 19:24
გაიძრო სამოსელი და წინასწარმეტყველებდა სამუელის წინაშე; შიშველი იწვა მთელ იმ დღეს და მთელ ღამეს. ამიტომაც ამბობენ: „ნუთუ გაწინასწარმეტყველდაო საულიც?
- 1 მეფეთა 24:13
როგორც ძველი იგავი ამბობს: ბოროტება ბოროტისგან გამოდის, მე კი შენზე ხელს არ აღვმართავ.
- 2 მეფეთა 5:8
ბრძანა იმ დღეს დავითმა: „ვინც იებუსელებს დასცემს, წყლის გვირაბით მიადგეს და მოსრას დავითის მოძულე კოჭლები და ბრმები”. ამიტომ ამბობენ: „ვერ შევლენო სახლში კოჭლები და ბრმები”.
- 2 მეფეთა 20:18
თქვა დედაკაცმა: „ძველად ამბობდნენ, ვისაც კითხვა სურს, აბელში მოიკითხოსო. ასე წყვეტდნენ საქმეს.
- იობი 2:4
მიუგო სატანამ უფალს: „ტყავი ტყავის წილ, მაგრამ სიცოცხლისთვის ყველაფერს გაიღებს კაცი;
- ეზეკიელი 12:22
ძეო კაცისავ! ეს რა ანდაზა გაქვთ ისრაელის მიწაზე: ისეთი დროც დადგება, როცა ყველა წინასწარმეტყველება გაქარწყლდებაო?
- ეზეკიელი 18:2
რას გულისხმობთ, როცა ისრაელის მიწაზე ანდაზად ამბობთ: მამების ნაჭამმა მკვახე ხილმა შვილებს მოჰკვეთა კბილებიო?
- ლუკას 4:23
უთხრა მათ: „თქვენ, უეჭველია, ასეთ ანდაზას მეტყვით: მკურნალო, განიკურნე თავი შენი. აქაც, შენს მშობლიურ ქალაქშიც მოახდინე ის, რაც კაპერნაუმში მოგიხდენია, როგორც გავიგეთ”.
- 2 პეტრეს 2:22
იმ ჭეშმარიტი იგავისა არ იყოს, მათაც ასე მოუვიდათ: ძაღლი თავის ნარწყევს უბრუნდება, ნაბანი ღორი კი ტალახს - საგორაოდ.
- იოანეს 4:37
ამიტომ ჭეშმარიტია ეს ანდაზა: ერთი თესავს, მეორე იმკის.
- ეზეკიელი 12:23
უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: გავაუქმე ეს ანდაზა, მეტად ვეღარ გამოიყენებენ ისრაელში. უთხარი: მოახლოვდა ჟამი ყოველი წინასწარმეტყველების აღსრულებისა-თქო.
- ეზეკიელი 18:3
ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი, მეტად ვეღარ იტყვით ამ ანდაზას ისრაელში.