მთავარითემები „დ“დროის მართვა

დროის მართვა

12 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ეფესელთა 5:15-17
    მაშ, ფრთხილად მოიქეცით - არა როგორც უგუნურნი, არამედ როგორც ბრძენნი. გამოისყიდეთ დრო, ვინაიდან ბოროტნი არიან დღენი. მაშ, ნუ იქნებით უგუნურები, არამედ შეეცადეთ ჩაწვდეთ, რა არის ღმერთის ნება.
  2. კოლოსელთა 4:5
    ბრძნულად მოიქეცით გარეშეთა მიმართ და გამოისყიდეთ დრო.
  3. იგავნი 31:25
    ძალითა და ღირსებით არის შემოსილი და უღიმის მომავალს.
  4. ფსალმუნები 89:12
    გვასწავლე ჩვენი დღეების დათვლა, რომ გულს სიბრძნე შევძინოთ.
  5. იაკობის 1:5
    თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, სთხოვოს ღმერთს, ყველასათვის უხვად და დაუყვედრებლად მიმცემს, და მიეცემა.
  6. 2 კორინთელთა 4:18
    რადგან ჩვენ ვუმზერთ არა ხილულს, არამედ უხილავს. რადგან ხილული დროებითია, ხოლო უხილავი კი – საუკუნო.
  7. ეკლესიასტე 3:11
    მან თავის დროზე, ყოველივე მშვენივრად შექმნა; თვით მარადიულობა ჩადო მათ გულებში, თუმცა, თავიდან ბოლომდე მაინც ვერ ჩაწვდება ადამიანი ღვთის ნამოქმედარს.
  8. იგავნი 21:5
    ბეჯითის ზრახვანი მხოლოდ მატებისკენაა, დაუდევარი კი გაღატაკდება.
  9. იგავნი 6:6-8
    ჭიანჭველასთან მიდი უქნარავ, მის გზებს დააკვირდი, და ჭკუა ისწავლე. არც უფროსი ჰყავს მას, არც ბატონი და არც ზედამხედველი; ზაფხულში იმარაგებს თავის საზრდოს, მკის დროს აგროვებს თავის საკვებს.
  10. იგავნი 16:9
    კაცი თავის გულში გეგმავს გზას, ნაბიჯებს კი უფალი წარუმართავს.
  11. ფსალმუნები 54:16-17
    მე კი ღმერთს მოვუხმობ და მიშველის უფალი.  საღამოთი, დილით და შუადღით შევევედრები, შევტირებ და მოისმენს ჩემს ხმას.
  12. 1 პეტრეს 4:10
    თითოეული იმ ნიჭით ემსახურეთ ერთმანეთს, რაც მიგიღიათ, როგორც შეეფერება ღვთის მრავალგვარი მადლის კარგ მნეს.

← ყველა თემა „დ“-ზე