მთავარითემები „დ“დაბნეულობის გადალახვა

დაბნეულობის გადალახვა

6 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იოანეს 16:33
    ეს იმიტომ გითხარით, რომ მშვიდობა გქონდეთ ჩემში. წუთისოფელში ჭირი გექნებათ, მაგრამ გამხნევდით! მე ვძლიე წუთისოფელს".
  2. იესო ნავეს ძე 1:9
    განა ნაბრძანები არა მაქვს შენთვის, განმტკიცდი და ძლიერ გამხნევდი-მეთქი? ნუ შეძრწუნდები და შეთრთოლდები, რადგან შენთან იქნება უფალი, შენი ღმერთი, ყველგან, სადაც კი წახვალ!
  3. ებრაელთა 4:16
    ამიტომ, გაბედულად მივეახლოთ მადლის ტახტს, რომ მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შემწეობისათვის.
  4. 1 იოანე 5:14
    და აჰა, რა გაბედულება გვაქვს მის მიმართ, რომ როცა რამეს ვთხოვთ მისი ნებისამებრ, იგი გვისმენს.
  5. იოანეს 14:27
    მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. წუთისოფელი რომ იძლევა, მე ისე არ გაძლევთ. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება.
  6. ფსალმუნები 26:14
    მიენდე უფალს, გამხნევდი და გაამაგრე შენი გული და გქონდეს უფლის იმედი.

← ყველა თემა „დ“-ზე