ბიბლიის მუხლები თემაზე
ცხოვრება რჯულის მეშვეობით
22 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- მეორე რჯული 4:1
ახლა ისმინე, ისრაელ, წესები და სამართალი, რომელსაც გასწავლი შესასრულებლად, რათა იცოცხლოთ, მიხვიდეთ და დაიმკვიდროთ ის ქვეყანა, რომელსაც გაძლევთ უფალი, თქვენი მამების ღმერთი.
- მეორე რჯული 8:1
იფხიზლე, რომ აღასრულო ყოველი მცნება, რომელსაც გამცნებ დღეს, რათა იცოცხლო და გამრავლდე, მიხვიდე და დაიმკვიდრო მიწა, რომელიც შეჰფიცა უფალმა შენს მამებს.
- იგავნი 4:4
მასწავლიდა მამაჩემი და მეუბნებოდა: „გულში შეინახე ჩემი სიტყვები, დაიცავი ჩემი მცნებები და იცოცხლებ.
- იგავნი 7:2
დაიცავი ჩემი მცნებები და მოძღვრებები, როგორც საკუთარი თვალის ჩინი და იცოცხლებ.
- მათეს 19:17
ხოლო მან უთხრა: „რატომ მიწოდებ კეთილს? კეთილი მხოლოდ ერთი ღმერთია. ხოლო თუ სიცოცხლეში შესვლა გინდა, მცნებები დაიცავი”.
- ნეემია 9:29
შეაგონებდი მათ, რომ შენს რჯულს დაბრუნებოდნენ, მაგრამ ურჩობდნენ და არ ისმენდნენ შენს მცნებებს; არღვევდნენ შენს კანონებს, რომლის დაცვითაც იცოცხლებს კაცი; ზურგი გაქციეს, ქედი გაიმაგრეს და არაფერს ისმენდნენ.
- ეზეკიელი 20:11
დავუდგინე მათ ჩემი წესები და ჩემი სამართალი გამოვუცხადე, რათა შეესრულებინა ისინი თითოეულს და ეცოცხლა მათი მეშვეობით.
- ეზეკიელი 20:13
მაგრამ უდაბნოში ამიჯანყდა სახლი ისრაელისა, არ დადიოდნენ ჩემი წესებისამებრ, მოიძულეს ჩემი სამართალი, რომელსაც თუ კაცი აღასრულებდა, მისით იცოცხლებდა; დიდად შებღალეს ჩემი შაბათები. ვთქვი: გადმოვღვრი-მეთქი ჩემს გულისწყრომას მათზე უდაბნოში, რათა შთანთქმულიყვნენ ისინი.
- ეზეკიელი 20:21
მაინც ამიჯანყდნენ შვილები, არ იარეს ჩემი წესებით, არ დაიცვეს ჩემი სამართალი, არ აღასრულეს, რომ ეცოცხლათ მისი მეშვეობით; შებღალეს ჩემი შაბათები. ვთქვი: გადმოვღვრი-მეთქი ჩემს გულისწყრომას, რათა ჩემი რისხვა აღვასრულო მათზე უდაბნოში.
- ლევიანი 18:15
არ ახადო შენი რძლის სიშიშვლე: შენი ძის ცოლია იგი.
- ფსალმუნები 118:17
კეთილი უყავ შენს მსახურს, რათა ვიცოცხლო და დავიცვა შენი სიტყვა.
- მეორე რჯული 32:47
რადგან ფუჭი სიტყვა არაა ის თქვენთვის, თქვენი სიცოცხლეა იგი და მისით გაიგრძელებთ დღეებს იმ მიწაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეს”.
- იგავნი 4:22
რადგან სიცოცხლეა იგი მისი მპოვნელისთვის და კურნებაა მისი სხეულისთვის.
- მეორე რჯული 30:20
და გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, ისმინე მისი ხმა და მიელტვოდე მას; რადგან იგია შენი სიცოცხლე და დღეგრძელობა, რომ დამკვიდრდე იმ მიწაზე, რომელიც შეჰფიცა უფალმა შენს მამებს - აბრაჰამს, ისაკსა და იაკობს, მათთვის მისაცემად”.
- მეორე რჯული 5:33
იარე ყველა იმ გზით, რომელიც გამცნო შენმა ღმერთმა, რათა იცოცხლო, სიკეთე გქონდეს და დღეგრძელი იყო იმ ქვეყანაში, რომელსაც დაიმკვიდრებ.
- რომაელთა 10:5
რადგან მოსე რჯულის სამართლიანობაზე წერს, რომ მისი შემსრულებელი კაცი მისით იცოცხლებს.
- გალატელთა 3:12
ხოლო რჯული რწმენისგან არ არის, მაგრამ ვინც მას შეასრულებს, მისით იცოცხლებს.
- ეზეკიელი 33:15
ვალს დააბრუნებს ბოროტეული, წართმეულს აანაზღაურებს, სიცოცხლის წესებით ივლის და ურჯულოებას აღარ ჩაიდენს, იცოცხლებს და აღარ მოკვდება.
- ეზეკიელი 20:25
ამიტომაც დავუშვი უკეთური წესები და სამართალი, რომელიც ვერ აცოცხლებდა მათ.
- იოაენს 5:39
წერილებს იკვლევთ, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. ისინი კი ჩემ შესახებ მოწმობენ.
- გალატელთა 3:21
აბა, ეწინააღმდეგება რჯული ღვთის აღთქმებს? არასგზით! ვინაიდან, თუ ისეთ რჯულს მივიღებდით, რომელსაც სიცოცხლის მონიჭება შეეძლებოდა, მაშინ ნამდვილად იქნებოდა სიმართლე რჯულის მიერ.
- რომაელთა 7:10
და მცნება, რომელიც სასიცოცხლოდ იყო მოცემული, სასიკვდილო გამოდგა ჩემთვის,