მთავარითემები „ც“ცუდი მეგობრები

ცუდი მეგობრები

10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 1 კორინთელთა 15:33
    ნუ დაიბნევით: ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კეთილ ჩვევებს.
  2. იგავნი 12:26
    მართალი თავის მოყვასს წინ უძღვის, უკეთურთა გზა კი მათვე აცდუნებს.
  3. იგავნი 18:24
    მეგობრიანი კაცი შეიძლება განადგურდეს, მაგრამ არის მოყვასი ძმაზე უფრო ახლობელი.
  4. იგავნი 13:20
    ბრძენკაცებთან მოსიარულე თავად დაბრძენდება, ბრიყვთა მეგობარი კი გაუბედურდება.
  5. იგავნი 20:6
    ბევრი გაიძახის თავის სიკეთეს, მაგრამ ერთგულ კაცს ვინ იპოვნის?
  6. იგავნი 14:7
    განერიდე ბრიყვ კაცს, რადგან ვერ იპოვნი ცოდნის ბაგეთ.
  7. ლუკას 6:31
    როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ.
  8. იგავნი 22:24-25
    ნუ დაემოყვრები ბრაზიანს და ფიცხ კაცთან ნუ მიხვალ, რომ არ გაიწვრთნა მის გზებში და არ დაუგო მახე შენს სულს.
  9. ფსალმუნები 1:1
    ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღრმთოთა რჩევას, და ცოდვილთა გზას არ ადგას, არ ზის ავყიათა საკრებულოში;
  10. 1 კორინთელთა 5:11
    არამედ გწერდით თქვენ, რომ არ იქონიოთ კავშირი იმასთან, ვინც ძმად იწოდება, მაგრამ გარყვნილია, ან ხარბი, ან კერპთაყვანისმცემელი, ან მაგინებელი, ან ლოთი, ან მტაცებელი. ასეთთან არც კი ჭამოთ.

← ყველა თემა „ც“-ზე