მთავარითემები „ც“ცრუ ბრალდებები

ცრუ ბრალდებები

12 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. გამოსვლა 23:1
    ცრუ ხმებს ნუ გაავრცელებ; ხელს ნუ მისცემ ბოროტეულს, რათა უმართლობის მოწმე არ გახდე.
  2. ლევიანნი 19:16
    ჭორი არ გაავრცელო შენს ხალხში; საფრთხეში არ ჩააგდო შენი მოყვასის სიცოცხლე. მე ვარ უფალი.
  3. გამოსვლა 20:16
    არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი მოყვასის წინააღმდეგ.
  4. ფსალმუნები 40:5-9
    ავს ამბობენ ჩემზე ჩემი მტრები: როდის მოკვდებაო და გაქრება მისი სახელი. თუ სანახავად მოვა ვინმე, სიცრუეს ლაპარაკობს, გულში კი მზაკვრობას თხზავს; გარეთ გავა და ალაპარაკდება. ყველა ჩემი მოძულე ერთად ჩურჩულებს ჩემს წინააღმდეგ და ავს განიზრახავენ ჩემზე: ამბობენ: სასიკვდილო სენი დაეუფლა, დაწვა და ვეღარ წამოდგებაო. ჩემმა ახლო მეგობარმაც კი, რომელსაც ვენდობოდი და რომელიც ჩემს პურს ჭამდა, ტერფი აღმართა ჩემ წინააღმდეგ.
  5. ლუკა 3:14
    ჯარისკაცებიც ეკითხებოდნენ: „ჩვენ რაღა ვქნათ?” უთხრა მათ: „ნურავის შეავიწროვებთ, ცილს ნუ დასწამებთ და თქვენი ჯამაგირი იკმარეთ”.
  6. 2 ტიმოთეს 3:1-3
    ეს კი იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში დადგება საზარელი ჟამი, ვინაიდან ადამიანები იქნებიან საკუთარ თავზე შეყვარებულნი, ვერცხლის მოყვარენი, მკვეხარანი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უწმიდურნი, ერთმანეთის მოძულენი, შეურიგებელნი, ცილისმწამებელნი, შეუკავებელნი, მოღალატენი, გასასტიკებულნი, კეთილის მოძულენი,
  7. 1 პეტრეს 4:14
    თუ ქრისტეს სახელისთვის გაილანძღებით, ნეტარნი ხართ, ვინაიდან დიდების სული – ღმერთის სული – ეშვება თქვენზე, მათით იგმობა, თქვენით კი დიდდება.
  8. იობი 2:5
    აბა, გაიწოდე ხელი და მის ძვალსა და ხორცს შეეხე, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა!
  9. იერემია 37:13
    მივიდა ბენიამინის კარიბჭესთან, სადაც ზედამხედველთა უფროსი, სახელად ირყია, ძე შელემიასი, ხანანიას ძისა, დახვდა. შეაჩერა წინასწარმეტყველი იერემია და უთხრა: „ქალდეველებთან აპირებ გაქცევას”.
  10. ლუკას 6:7
    მწიგნობარნი და ფარისევლები უთვალთვალებდნენ მას, აბა, თუ განკურნავსო შაბათს, რათა საბაბი ეპოვათ და ბრალი დაედოთ მისთვის.
  11. 1 პეტრეს 3:16
    კეთილი სინდისი იქონიეთ, რათა ისინი, რომლებიც თქვენს წინააღმდეგ ლაპარაკობენ, შერცხვნენ თავიანთი სიტყვების გამო, როდესაც თქვენს კეთილ ცხოვრებას დაინახავენ ქრისტეში.
  12. მათეს 5:11
    ნეტარ ხართ თქვენ, როცა გაგლანძღავენ, გაგდევნიან და ყოველგვარ ბოროტებას დაგაბრალებენ ჩემ გამო.

← ყველა თემა „ც“-ზე