მთავარითემები „ც“ცოდვის დამალვა

ცოდვის დამალვა

10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ესაია 29:15
    ვაი მათ, ვინც ღრმად დამალვას ფიქრობენ, რათა უფალს დაუმალონ თავისი განზრახვა, წყვდიადში აკეთებენ თავის საქმეებს და ამბობენ: ვინ დაგვინახავსო?
  2. იგავნი 18:13
    საკუთარ დანაშაულთა დამფარველს ხელი არ მოემართება, ვინც აღიარებს და მიატოვებს ცოდვას, შეიწყალებული იქნება.
  3. ებრაელთა 4:13
    არც ერთი ქმნილება არ არის დაფარული მის წინაშე, არამედ ყოველივე გაშიშვლებული და ღიაა მისი თვალებისათვის, ვისაც ვაბარებთ ანგარიშს.
  4. ფსალმუნები 68:5
    ღმერთო, შენ უწყი ჩემი უგუნურება; ჩემი დანაშაული დაფარული არ არის შენგან.
  5. იერემია 16:17
    რადგან თვალი მიჭირავს ყველა მათ გზაზე, ვერ დამემალებიან და არც მათი დანაშაული გამოეპარება ჩემს თვალს.
  6. რომაელთა 2:16
    იმ დღეს, როცა ჩემი სახარების მიხედვით ღმერთი განიკითხავს ადამიანთა დაფარულ ფიქრებს იესო ქრისტეს მიერ.
  7. 1 კორინთელთა 4:5
    ამიტომ ნუ განსჯით დროზე ადრე, ვიდრე მოვიდოდეს უფალი, რომელიც გაანათებს ბნელში დაფარულს და გამოაჩენს გულის ზრახვებს და მაშინ მიიღებს თითოეული შესაფერ ქებას ღმერთისგან.
  8. დაბადება 3:8
    და გაიგონეს ხმა უფალი ღმერთისა, რომელიც საღამო ხანს ბაღში მიმოდიოდა, და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი ცოლი ბაღის ხეებს შორის.
  9. ესაია 30:1
    ვაი, გაურჩებულ შვილებს, – ამბობს უფალი, – რჩევებს მიჰყვებიან, მაგრამ არა ჩემსას, კავშირებს კრავენ, მაგრამ არა ჩემი სულით, რათა ცოდვას ცოდვა მიუმატონ.
  10. ეზეკიელი 8:12
    და მითხრა: ხომ ნახე, ადამის ძევ, რასაც ისრაელის სახლის უხუცესნი აკეთებენ სიბნელეში, თითოეული თავის მოხატულ ოთახში? რადგან ამბობენ: უფალი ვერ გვხედავსო ჩვენ. დატოვაო უფალმა ეს ქვეყანა!

← ყველა თემა „ც“-ზე