მთავარითემები „ჩ“ჩვენი აღდგომა

ჩვენი აღდგომა

29 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. კოლასელთა 3:1
    ამრიგად, თუ ქრისტესთან ერთად აღსდექით, ეძიეთ რაც მაღლაა, სადაც ქრისტე ზის ღმერთის მარჯვნივ.
  2. ეფესელთა 2:6
    აღგვადგინა მასთან ერთად და თანადაგვსხა ზეცაში, ქრისტე იესოში,
  3. კოლასელთა 2:12
    მასთან ერთად დამარხულნი ნათლისღებაში - მასთანვე აღსდექით ღვთის მოქმედებისადმი რწმენით, რომელმაც მკვდრეთით აღადგინა იგი.
  4. კოლასელთა 2:13
    და თქვენც, მკვდრები რომ იყავით დანაშაულსა და თქვენი ხორცის წინადაუცვეთლობაში, გაგაცოცხლათ მასთან ერთად და მოგვიტევა ყველა შეცოდება.
  5. ეფესელთა 5:14
    ამიტომ ითქვა:„გაიღვიძე, მძინარევ, აღსდექ მკვდრეთით და გაგინათებს შენ ქრისტე”.
  6. 2 კორინთელთა 4:14
    რადგან ვიცით, რომ ის, ვინც უფალი იესო აღადგინა, ჩვენც აღგვადგენს იესოსთან ერთად და წარგვადგენს თქვენთან ერთად.
  7. რომაელთა 8:11
    და რაკი თქვენში იმყოფება მისი სული, ვინც მკვდრეთით აღადგინა იესო, მაშინ ის, ვინც ქრისტე იესო აღადგინა მკვდრეთით, თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც თქვენშია დამკვიდრებული.
  8. 1 კორინთელთა 6:14
    ღმერთმა აღადგინა უფალი და ჩვენც აღგვადგენს თავისი ძალით.
  9. რომაელთა 6:5
    ვინაიდან, თუ დავენერგეთ მას სიკვდილის მსგავსებაში, ასევე ვიქნებით მისი აღდგომისას.
  10. 1 თესალონიკელთა 4:14
    ვინაიდან, თუ გვწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, მაშინ იესოში განსვენებულებსაც მოიყვანს ღმერთი მასთან ერთად.
  11. დანიელი 12:13
    შენ კი წადი შენი აღსასრულისკენ და მოისვენე! და აღდგები შენი წილის მისაღებად დღეთა დასასრულს.
  12. იოანეს 11:25
    იესომ უთხრა: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე! ჩემი მორწმუნე, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს!
  13. რომაელთა 6:13
    ნურც გადასცემთ თქვენს ასოებს ცოდვას უმართლობის იარაღად, არამედ ღმერთს გადაეცით თქვენი თავი, როგორც მკვდართაგან გაცოცხლებულებმა და თქვენი ასოები სიმართლის იარაღად ღმერთს.
  14. 1 კორინთელთა 15:23
    თითოეული თავისი წესით: თავდაპირველად პირმშო - ქრისტე, ხოლო შემდეგ - ქრისტესნი, მისი მოსვლისას.
  15. 2 ტიმოთეს 2:11
    სარწმუნოა სიტყვა - თუ მასთან ერთად დავიხოცეთ, მასთან ერთად ვიცოცხლებთ კიდეც!
  16. იოანეს 11:24
    მართამ უთხრა: „ვიცი რომ აღდგება აღდგომისას, უკანასკნელ დღეს”.
  17. იოანეს 6:40
    ჩემი მამის ნება ის არის, რომ ყველას, ვინც ძეს იხილავს და ირწმუნებს, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს”.
  18. იოანეს 6:44
    არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ მამამ, ჩემმა მომავლინებელმა არ მოიყვანა; და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს.
  19. იოანეს 6:54
    ჩემი ხორცის მჭამელს და ჩემი სისხლის მსმელს კი საუკუნო სიცოცხლე აქვს; და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს.
  20. ლუკას 14:14
    ნეტარი იქნები, რადგან მათ არაფერი აქვთ, სანაცვლოდ რომ მოგიზღან. ამიტომ მართალთა აღდგომისას მოგეზღვება”.
  21. დანიელი 12:2
    მრავალი გამოიღვიძებს მიწის მტვერში მძინარეთაგან, ერთნი - საუკუნო სიცოცხლისთვის, მეორენი - საუკუნო გმობისა და სირცხვილისთვის.
  22. იოანეს 5:21
    რადგან როგორც მამა აღადგენს მკვდრებს და აცოცხლებს, ასევეა ძეც - აცოცხლებს მას, ვინც სურს.
  23. იოანეს 5:25
    ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მოდის ჟამი და უკვე არის კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღმერთის ძის ხმას და მსმენელნი გაცოცხლდებიან.
  24. 1 თესალონიკელთა 4:16
    ვინაიდან თვითონ უფალი ჩამოვა ციდან ბრძანების სიტყვით, მთავარანგელოზის ხმით და ღვთის საყვირით; და ჯერ ქრისტეში განსვენებულნი აღდგებიან;
  25. ფილიპელთა 3:11
    რათა როგორმე მივწვდე მკვდრეთით აღდგომას.
  26. 1 კორინთელთა 15:35
    მაგრამ იკითხავს ვინმე: როგორ აღდგებიან მკვდრები და რომელ სხეულში მოვლენ?
  27. 1 კორინთელთა 15:52
    ერთ წამში, თვალის დახამხამებაზე, უკანასკნელი საყვირისას; ახმიანდება საყვირი და უხრწნელად აღდგებიან მკვდრები, ხოლო ჩვენ შევიცვლებით.
  28. ლუკას 20:36
    რადგან მათ სიკვდილიც აღარ შეუძლიათ, რაკი ანგელოზთა სწორნი და ღმერთის ძენი არიან ისინი, აღდგომის ძენი.
  29. იოანეს 5:29
    კეთილის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის გამოვლენ, სიავის მქნელნი კი - განკითხვის აღდგომისთვის.

← ყველა თემა „ჩ“-ზე