მთავარითემები „ბ“ბრძნული რჩევა-დარიგება

ბრძნული რჩევა-დარიგება

15 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 11:14
    რჩევათა გარეშე ეცემა ერი, მრავალი მრჩეველი კი ხსნაა.
  2. იგავნი 12:15
    სულელს თავისი გზა სწორი ჰგონია, ბრძენი კი რჩევას ითვალისწინებს.
  3. იგავნი 19:20-21
    შეისმინე რჩევა და მიიღე შეგონება, რათა საბოლოოდ დაბრძენდე. მრავალი განზრახვაა კაცის გულში, მაგრამ უფლის გადაწყვეტილება ასრულდება.
  4. იგავნი 15:22
    რჩევის გარეშე განზრახვა იშლება, ბევრი მრჩევლისას კი სრულდება.
  5. გამოსვლა 18:19
    ახლა ისმინე ჩემი სიტყვა, რჩევას მოგცემ და ღმერთი იყოს შენთან: შენ უშუამდგომლე ხალხს ღმერთთან და წარუდგინე მათი საქმენი ღმერთს.
  6. 3 მეფეთა 12:7
    უთხრეს: „თუ ამ ხალხის მსახური გახდები დღეს, დაეთანხმები და კეთილ სიტყვებს ეტყვი, მაშინ სამუდამო მსახურებად გაგიხდებიან”.
  7. დანიელი 4:27
    ამიტომ, მეფევ, მოსაწონი იყოს შენთვის ჩემი რჩევა: ჩამოიცილე ცოდვები სიმართლის ქმნით, ურჯულოებანი შენი - ღარიბთა შეწყალებით, იქნებ გაგიხანგრძლივდეს სიმშვიდე”.
  8. საქმეები 5:35
    მერე უთხრა მათ: „კაცნო, ისრაელიანნო, დაფიქრდით, რას უპირებთ ამ ხალხს,
  9. გამოცხადება 3:18
    გირჩევ იყიდო ჩემგან ცეცხლით გაწმედილი ოქრო, რომ გამდიდრდე, და თეთრი სამოსელი, რომ შეიმოსო და აღარ ჩანდეს შენი სიშიშვლის აუგი, და თვალის მალამო, რათა იცხო თვალებზე, რომ დაინახო.
  10. ფსალმუნები 118:105
    ლამპარია ჩემს ფერხთათვის შენი სიტყვა და სინათლე - ჩემი ბილიკისთვის.
  11. იგავნი 4:13
    ჩაეჭიდე დარიგებას, არ გაუშვა, დაიცავი, რადგან შენი სიცოცხლეა იგი.
  12. იგავნი 20:18
    ჩაეჭიდე დარიგებას, არ გაუშვა, დაიცავი, რადგან შენი სიცოცხლეყველა გეგმა რჩევით მტკიცდება; ბრძნული მითითებით წარმართე ომი.ა იგი.
  13. იგავნი 24:6
    რადგან ბრძნული მითითებით წარმართავს ომს და მრავალი მრჩევლის წყალობით ექნება გამარჯვება.
  14. იგავნი 27:6
    მეგობრისგან ჭრილობა ერთგულების ნიშანია, მოძულე კი კოცნით აგავსებს.
  15. იგავნი 28:26
    საკუთარ გონებას მინდობილი უგუნურია, ბრძნულად მოარული კი გადარჩება.
მსგავსი თემები:

← ყველა თემა „ბ“-ზე