მთავარითემები „ბ“ბეღურები

ბეღურები

5 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მათეს 10:29-31
    განა ორი ბეღურა ერთ ასარად არ იყიდება? და არც ერთი მათგანი არ ვარდება მიწაზე თქვენი მამის ნების გარეშე. თქვენს თავზე კი თმებიც მთლიანად დათვლილია. ნუ გეშინიათ: ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ.
  2. ფსალმუნები 83:3
    ჩიტიც კი პოულობს ბინას და მერცხალი - ბუდეს, რომ შენს სამსხვერპლოებთან ჩასხას თვისი ბარტყები, უფალო ცაბაოთ, მეფევ ჩემო და ღმერთო ჩემო!
  3. ფსალმუნები 101:7
    ძილი გამიტყდა და ვზივარ, ვითარცა ეული ჩიტი სახურავზე.
  4. ლუკას 12:6-7
    განა ხუთი ბეღურა ორ ასარად არ იყიდება? მაგრამ არც ერთი მათგანი დავიწყებული არ არის ღმერთის წინაშე. თქვენს თავზე კი ყოველი თმაც დათვლილია. ნუ გეშინიათ, ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ.
  5. იგავნი 26:2
    ისევე არ მოეწევა კაცს დაუმსახურებელი წყევლა, როგორც ბეღურის გაფრენა ან მერცხლის ნავარდი.

← ყველა თემა „ბ“-ზე