მთავარითემები „ბ“ბავშვურობა

ბავშვურობა

8 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მარკოზის 10:14-15
    დაინახა იესომ, გაწყრა და უთხრა მათ: „გამოუშვით ბავშვები და ნუ დაუშლით ჩემთან მოსვლას, რადგან მათნაირებისაა ღმერთის სასუფეველი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღმერთის სასუფეველს, ვერ შევა შიგ.
  2. 1 კორინთელთა 14:20
    ძმებო! ნუ იქნებით ბავშვები გონებით. მხოლოდ ბოროტებისათვის იყავით ბავშვები, გონებისთვის კი – სრულწლოვანნი!
  3. მათეს 18:4
    ამრიგად, ვინც თავს დაიმდაბლებს, როგორც ეს ბავშვი, ის იქნება უდიდესი ცათა სასუფეველში.
  4. 1 პეტრეს 2:2
    როგორც ახალშობილმა ჩვილებმა, ისურვეთ უმწიკვლო სულიერი რძე, რათა ამით გაიზარდოთ ხსნისათვის,
  5. 1 პეტრეს 1:14
    როგორც გამგონე შვილები, ნუ აჰყვებით თქვენი უმეცრების დროინდელ გულისთქმებს,
  6. ფსალმუნები 130:2
    არამედ ვაწყნარებდი და ვაყუჩებდი ჩემს სულს, ვით დედის ძუძუდან მოწყვეტილ ყრმას. ვითარცა ძუძუს მოწყვეტილი ყრმა, ისეა ჩემში ჩემი სული.
  7. 3 მეფეთა 3:7
    ახლა, უფალო, ღმერთო ჩემო, შენ გაამეფე მამაჩემის, დავითის ნაცვლად შენი მსახური, თუმცა უასაკო ყმაწვილი ვარ და არ ვიცი გამოსვლა და შესვლა.
  8. ლუკას 18:16
    იესომ დაუძახა მათ და უთხრა: „მოუშვით ჩემთან ბავშვები და ნუ აბრკოლებთ მათ, რადგან ასეთებისაა ღმერთის სასუფეველი.

← ყველა თემა „ბ“-ზე