მთავარითემები „ბ“ბაბილონიდან დაბრუნება

ბაბილონიდან დაბრუნება

12 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იერემია 27:16
    მღვდლებსა და მთელ ამ ხალხს ვუთხარი, ასე ამბობს-მეთქი უფალი: „ნუ ირწმუნებთ თქვენს წინასწარმეტყველთა სიტყვებს, რომლებიც გიწინასწარმეტყველებენ: აჰა, მალე დაბრუნდება ბაბილონიდან უფლის ტაძრის ჭურჭელიო, რადგან ტყუილს გიწინასწარმეტყველებენ.
  2. ეზრა 1:11
    ოქროსა და ვერცხლის მთელი ჭურჭელი ხუთი ათას ოთხასი იყო. ეს ყოველივე შეშბაცარმა ამოიტანა ბაბილონის ტყვეობიდან იერუსალიმში დაბრუნებისას.
  3. ეზრა 2:1
    ესენი არიან ტყვეობიდან ამოსულნი, რომლებიც ბაბილონში გა­დაასახლა ნაბუქოდონოსორმა, ბა­ბილონის მეფემ და ხელახლა დაბრუნდნენ იერუსალიმსა და იუდაში, თითოეული თავის ქალაქში;
  4. ეზრა 8:1
    ესენი არიან მამისსახლთა თავკაცები და ეს არის მათი საგვარტომო ნუსხა, რომლებიც ჩემთან ერთად ამოვიდნენ ბაბილონიდან მეფე ართახშასთას მეფობაში:
  5. ეზრა 7:6
    ეს ეზრა ამოვიდა ბაბილონიდან. უფლის, ისრაელის ღმერთის მიერ მოსესთვის მიცემულ რჯულში განსწავლული მწიგნობარი იყო იგი. ყოველივე მისცა მას, მისი თხოვნისამებრ მეფემ, ვინაიდან უფლის, მისი ღმერთის ხელი იყო მასზე.
  6. ეზრა 7:9
    ბაბილონიდან პირველი თვის პირველ დღეს გამოვიდა, იერუსალიმში კი მეხუთე თვის პირველ დღეს მივიდა, ვინაიდან მისი ღმერთის კეთილი ხელი იყო მასზე,
  7. ესაია 43:14
    ასე ამბობს უფალი, შენი გამომხსნელი, ისრაელის წმიდა: „თქვენი გულისთვის გავგზავნი ბაბილონში, დავამხობ ყველა სიმაგრეს და ქალდეველებს - თავიანთ საამაყო გემებზე.
  8. ესაია 48:20
    გამოდით ბაბილონიდან, გაექეცით ქალდეველებს, მხიარული ხმით გამოაცხადეთ, ამცნეთ ეს, ქვეყნის კიდემდე გაავრცელეთ, თქვით: „გამოისყიდა უფალმა თავისი მსახური იაკობი!
  9. იერემია 50:8
    გაიქეცით ბაბილონიდან, გადით ქალდეველთა ქვეყნიდან; ვაცებივით გაუძეხით ფარას.
  10. იერემია 51:6
    გაიქეცით ბაბილონიდან, თითოეულმა საკუთარი სული იხსნას. ნუ დაიღუპებით მისი ურჯულოების გამო, რადგან შურისძიების დროა უფლისთვის, მისაგებელი უნდა მიუზღას მას.
  11. ზაქარია 2:7
    ჰეი, სიონო, თავს უშველე, ბაბილონის ასულთან დამკვიდრებულო!
  12. ზაქარია 6:10
    აიღე ოქრო-ვერცხლი განდევნილთაგან: ხელდაისგან, ტობიასგან, იედაყიასგან, მიდი იმავე დღეს და შედი იოშია სოფონიას ძის სახლში, სადაც ბაბილონიდან მივიდნენ.

← ყველა თემა „ბ“-ზე