მთავარითემები „ა“ახალგაზრდად გახდომა

ახალგაზრდად გახდომა

10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 1 კორინთელთა 13:11
    როცა ბავშვი ვიყავი, ბავშვურად ვმსჯელობდი. როცა კაცი გავხდი, ყოველივე ბავშვური მივატოვე.
  2. ლუკას 2:52
    ხოლო იესოს ემატებოდა სიბრძნე და ტანი, და მადლი ღვთისა და ადამიანთა წინაშე.
  3. ებრაელთა 6:1
    ამიტომ დავტოვოთ ქრისტეს სიტყვის საწყისები და ვისწრაფოთ სრულყოფისაკენ; და კვლავ ნუ ჩავუყრით საძირკველს მკვდარ საქმეთა მონანიებას და ღვთის რწმენას,
  4. ეფესელთა 4:15
    არამედ, ჭეშმარიტების მეტყველნი სიყვარულით, ყველაფერში ვიზრდებოდეთ მის მიმართ, ვინც არის თავი – ქრისტე;
  5. 1 ტიმოთეს 4:12
    თავს ნუ დაამცირებინებ შენი სიჭაბუკის გამო, არამედ მორწმუნეთათვის მაგალითი იყავი სიტყვაში, საქმეში, სიყვარულში, სულში, რწმენაში, სიწმიდეში.
  6. იგავნი 16:9
    ადამიანი ირჩევს თავის გზას და უფალი წარმართავს მის ნაბიჯს.
  7. მსაჯული 13:24
    და შობა იმ ქალმა ძე, და უწოდა მას სახელად სამსონი, და წამოიზარდა ყრმა და აკურთხა იგი უფალმა.
  8. 1 მეფეთა 2:26
    ყრმა სამუელი კი იზრდებოდა და სიკეთე ემატებოდა უფლისა და ხალხის წინაშე.
  9. ლუკას 1:80
    ყრმა კი იზრდებოდა და სულით მტკიცდებოდა, და უდაბნოში იყო იმ დღეებამდე, ვიდრე ისრაელს გამოეცხადებოდა.
  10. 2 პეტრეს 3:18
    არამედ აღიზარდეთ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს მადლით და ცოდნით. მისია დიდება აწ და საუკუნო დღის მიმართ. ამინ.

← ყველა თემა „ა“-ზე