ბიბლიის მუხლები თემაზე
ათასწლოვანი სამეფო, დედამიწა ღვთის შემეცნებით სავსე
5 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- აბაკუმი 2:14
რადგან უფლის დიდების შემეცნებით აღივსება დედამიწა, როგორც ზღვას ავსებენ წყლები.
- რიცხვნი 14:21
ჭეშმარიტად, ცოცხალი ვარ და აღივსება უფლის დიდებით მთელი ქვეყანა.
- ფსალმუნები 71:19
კურთხეულ იყოს მისი დიდებული სახელი უკუნისამდე და აივსოს მისი დიდებით მთელი დედამიწა. ამინ, ამინ!
- ესაია 6:3
გასძახოდნენ ერთიმეორეს და ამბობდნენ: „წმიდაა, წმიდაა, წმიდაა ცაბაოთ უფალი! სავსეა მისი დიდებით მთელი დედამიწა!
- ესაია 11:9
არ იბოროტებენ და არავის დაღუპავენ მთელ ჩემს წმიდა მთაზე, რადგან აივსება ქვეყანა უფლის შემეცნებით, როგორც ზღვაა წყლებით დაფარული.
მსგავსი თემები: