მთავარითემები „ა“არსებობა

არსებობა

13 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. რომაელთა 4:17
    როგორც წერია: „მე დაგაყენე მრავალი ერის მამად ღვთის წინაშე”. ღვთისა, რომელსაც ერწმუნა იგი; ღვთისა, რომელიც მკვდრებს აცოცხლებს და არარსებულს ყოფად მოუწოდებს.
  2. ფსალმუნები 32:8-9
    ეშინოდეს უფლისა მთელ დედამიწას, სამყაროს ყველა მკვიდრი თრთოდეს მისგან. რადგან მან თქვა და – შეიქმნა, მან ბრძანა და – არსებობს.
  3. გამოსვლა 3:14
    უთხრა ღმერთმა მოსეს: „მე ვარ, რომელიც ვარ”. და თქვა: „ასე უთხარი ისრაელის შვილებს: ‘მე ვარ’–მა მომავლინა–თქო თქვენთან”.
  4. ებრაელთა 11:6
    ხოლო რწმენის გარეშე შეუძლებელია ღმერთისთვის სათნოდ ყოფნა, ვინაიდან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არის და ის მიუზღავს მის მაძიებელს;
  5. ესაია 66:2
    ჩემმა ხელმა შექმნა ეს ყოველივე და ასე გაჩნდა ეს ყველაფერი!” – ამბობს უფალი. „აი, ვის მივაპყრობ მზერას: თავმდაბალს და სულით მოდრეკილს, ჩემს სიტყვაზე რომ თრთის.
  6. რომაელთა 11:36
    რადგან ყოველივე მისგან, მის მიერ და მის მიმართ არის. მას დიდება უკუნისამდე. ამინ!
  7. კოლოსელთა 1:16
    ვინაიდან მისით შეიქმნა ყოველი, რაც ცაში და დედამიწაზეა, ხილული და უხილავი, ტახტები და მეფობანი, მმართველობანი და ხელმწიფებანი – ყველაფერი მის მიერ და მისთვის არის შექმნილი.
  8. გამოცხადება 4:11
    ღირსი ხარ უფალო, და ღმერთო ჩვენო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძალა, ვინაიდან შენ შექმენი ყოველივე, შენი ნებით არსებობენ და იქმნენ”.
  9. იოანეს 1:1
    დასაწყისში იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი.
  10. საქმეები 26:17
    ერთიდან შექმნა ადამიანთა ყოველი ხალხი, რათა დედამიწის ზურგზე დასახლებულიყვნენ; წინასწარ დააწესა მათ დასასახლებლად დრონი და საზღვრები,
  11. იოანეს 8:58
    უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, სანამ აბრაჰამი იქნებოდა, მე ვარ”.
  12. 1 კორინთელთა 8:6
    ჩვენ გვყავს ერთი მამა ღმერთი, რომლისგანაც არის ყოველი და ჩვენ მისთვის ვართ; და ერთი უფალი, იესო ქრისტე, რომლის მიერ არის ყოველივე და ჩვენც მის მიერ ვართ.
  13. ფსალმუნები 150:6
    ყოველმა სუნთქვის მქონემ ადიდოს უფალი! ადიდეთ უფალი!

← ყველა თემა „ა“-ზე