მთავარითემები „ა“არავითარი მსჯავრი

არავითარი მსჯავრი

14 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ესაია 50:9
    აჰა, უფალი ღმერთი მეხმარება, მსჯავრს ვინ დამდებს? აჰა, სამოსელივით გაიცრიცებიან ყველანი, ჩრჩილის კერძად იქცევიან.
  2. ფსალმუნები 33:22
    უფალი გამოისყიდის თავის მსახურთა სულებს და მსჯავრი არ დაედება, ვინც მას აფარებს თავს.
  3. რომაელთა 8:1
    ამიტომ ახლა არავითარი მსჯავრი არ არის მათზე, ვინც ქრისტე იესოში დადის არა ხორციელად, არამედ სულიერად.
  4. ფსალმუნები 36:33
    მაგრამ უფალი არ მიატოვებს მას მის ხელში და განკითხვის ჟამს არ გაამტყუნებს.
  5. 2 კორინთელთა 7:3
    მსჯავრდასადებად არ ვამბობ, რადგან წინასწარვე ვთქვი, რომ ჩვენს გულებში ხართ, რათა თქვენთან ერთად მოვკვდეთ და თქვენთან ერთად ვიცოცხლოთ.
  6. სოფონია 3:15
    მოგაშორა უფალმა სასჯელი და განდევნა შენი მტრები. ისრაელის მეფე, უფალია შენს წიაღში და აღარ შეუშინდები უბედურებას.
  7. საქმეები 22:25
    ღვედებით რომ დააბეს, პავლემ იქვე მდგომ ასისთავს უთხრა: „რა უფლება გაქვთ, რომ განუკითხავად გაშოლტოთ რომის მოქალაქე?
  8. 1 კორინთელთა 11:32
    ხოლო მსჯავრდადებულნი, უფლის მიერ ვიწვრთნებით, რათა წუთისოფელთან ერთად არ ვიყოთ მსჯავრდადებულნი.
  9. იაკობის 5:12
    პირველ რიგში, ჩემო ძმებო, ნუ დაიფიცებთ ნურც ზეცას და ნურც დედამიწას, ნურც სხვა რაიმე საფიცარს. თქვენი ჰო - ჰო იყოს და არა - არა, რათა სამსჯავროში არ მოხვდეთ.
  10. 1 იოანეს 3:21
    საყვარელნო! თუ გული არ გვ­დებს მსჯავრს, გაბედულება გვაქვს უფალთან.
  11. ლუკას 6:37
    ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით; მსჯავრს ნუ დასდებთ და არ დაგედებათ; მიუტევეთ და მოგეტევებათ.
  12. იოანეს 7:51
    განა განიკითხავს ჩვენი რჯული ადამიანს, თუ ჯერ მისგან არ მოისმინა და არ გაიგო, რა ჩაიდინა?
  13. იოანეს 8:10-11
    წამოიმართა იესო და იმ დედაკაცის გარდა რომ ვეღარავინ დაინახა, ჰკითხა მას: „დედაკაცო, რა იქნენ შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი?” ქალმა უპასუხა: „არავინ, უფალო!” იესომ უთხრა: „არც მე გდებ მსჯავრს. წადი და ამიერიდან ნუღარ შესცოდავ”.
  14. იოანეს 3:17
    რადგან იმიტომ კი არ მოავლინა ღმერთმა თავისი ძე ქვეყნად, რომ განეკითხა წუთისოფელი; არამედ მის მიერ გადარჩენილიყო იგი.

← ყველა თემა „ა“-ზე