მთავარითემები „ა“არასაიმედობა

არასაიმედობა

7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 36:1-2
    ნუ განრისხდები ბოროტმოქმედთა გამო, უკანონობის ჩამდენების ნუ შეგშურდება. რადგან ბალახივით მალე გახმებიან და მწვანილივით დაჭკნებიან.
  2. 1 ტიმოთეს 6:17
    მდიდრებს ამ წუთისოფელში ამცნე, რომ არ გადიდგულდნენ, ნურც მაცდურ სიმდიდრეზე დაიმედდებიან, არამედ - ცოცხალ ღმერთზე, რომელიც ყველაფერს უხვად იძლევა გასახარად,
  3. ესაია 40:6-8
    ხმა ამბობს: თქვი! მიუგებს: რა ვთქვა? ყველა ხორციელი ბალახივითაა და მისი ყოველი მშვენება - მინდვრის ყვავილივით. ბალახი ხმება, ყვავილი ჭკნება უფლის სუნთქვის მონაბერზე; ნამდვილად ბალახია ხალხი. ხმება ბალახი და ჭკნება ყვავილი, ჩვენი ღმერთის სიტყვა კი საუკუნოდ დგას”.
  4. ფსალმუნები 89:10
    ჩვენი დღეების რიცხვი სამოცდაათი წელიწადია, ხოლო ჯანმაგრობის დროს – ოთხმოცი წელიწადი; ამათგან კი უმეტესი ჯაფა და წუხილია, რადგან სწრაფად გადის და ჩვენც მივფრინავთ.
  5. 1 თესალონიკელთა 5:1-3
    ხოლო დროზე და ვადებზე საჭირო არ არის რაიმე მოგწეროთ, ძმებო, ვინაიდან თქვენ თვითონაც დანამდვილებით იცით, რომ უფლის დღე ისე მოვა, როგორც ქურდი ღამით. რადგან როცა იტყვიან: მშვიდობა და უსაფრთხოებააო, მაშინ დაატყდებათ თავს მოულოდნელად განადგურება, როგორც ფეხმძიმეს მშობიარობის ტკივილები, და ვერ დააღწევენ თავს.
  6. იგავნი 27:24
    ვინაიდან სამუდამო არ არის სიმდიდრე და არც გვირგვინი გადაეცემა თაობიდან თაობაში.
  7. იოანეს 10:10
    ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. მე კი იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ და უხვად ჰქონდეთ.

← ყველა თემა „ა“-ზე