ბიბლიის მუხლები თემაზე
არ დანებდე
9 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- 2 კორინთელთა 4:16-18
ამიტომ არ ვცხრებით, თუმცა კი იხრწნება ჩვენი გარეგანი კაცი, ჩვენი შინაგანი მაინც ახლდება დღითი დღე. ვინაიდან ჩვენი მსუბუქი და ხანმოკლე ტანჯვა, გარდამეტებულ საუკუნო დიდებას ქმნის ჩვენთვის; რადგან ვუყურებთ არა ხილულს, არამედ - უხილავს, ვინაიდან ხილული დროებითია, ხოლო უხილავი - საუკუნო.
- მათეს 13:7
ზოგი ეკლებში ჩავარდა; გაიზარდა ეკალი და მოაშთო ისინი.
- გალატელთა 6:9
სიკეთის კეთება ნუ მოგწყინდებათ, რადგან თავის დროზე მოვიმკით თუ არ მოვიქანცებით!
- 1 კორინთელთა 9:24
განა არ იცით, რომ ასპარეზზე ყველანი გარბიან, მაგრამ მხოლოდ ერთი იღებს ჯილდოს? მაშ, ირბინეთ ისე, რომ ჯილდო მოიპოვოთ.
- 1 კორინთელთა 9:25
ყველა, ვინც იღწვის, თავს იკავებს ყველაფრისგან; ისინი - ხრწნადი გვირგვინის მისაღებად, ჩვენ კი - უხრწნადისა.
- 2 ტიმოთეს 4:7
კეთილი ღვაწლით ვიღვაწე, განვვლე ასპარეზი, რწმენა შევინარჩუნე.
- 1 კორინთელთა 16:13
იფხიზლეთ, იდექით რწმენაში, იყავით ვაჟკაცურნი, იყავით ძლიერნი.
- 2 ნეშტთა 15:7
თქვენ კი გამაგრდით და ნუ დასუსტდება თქვენი ხელები, რადგან საზღაურს მიიღებთ თქვენი საქმისამებრ”.
- ფსალმუნები 54:22
მიანდე უფალს შენი საზრუნავი და ის განგამტკიცებს, არასოდეს დაუშვებს მართლის წაბორძიკებას.