მთავარითემები „ა“ადამიანის ურთიერთობა შემოქმედთან

ადამიანის ურთიერთობა შემოქმედთან

14 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ეკლესიასტე 12:1
    გახსოვდეს შენი შემოქმედი შენი სიჭაბუკის დღეებში, ვიდრე დაგიდგება ავი დღეები და გეწევა წლები, რომლებზეც იტყვი: „აღარ მახარებს ისინი!
  2. ესაია 43:1
    ახლა კი ასე ამბობს უფალი - შენი შემქმნელი, იაკობ, და შენი გამომსახველი, ისრაელ: „ნუ გეშინიათ, ვინაიდან გამოგისყიდეთ, მოგიწოდეთ თქვენი სახელით; ჩემი ხართ თქვენ.
  3. ესაია 17:7-8
    იმ დღეს მიაპყრობს ადამიანი მზერას თავის შემოქმედს და მისი თვალები ისრაელის წმიდას იხილავენ.
  4. ესაია 45:11
    ასე ამბობს უფალი, წმიდა ისრაელისა და შემქმნელი მისი: „ჩემი ძეების მომავალზე მეკითხებით მე? და ჩემი ხელის ნაკეთებზე მავალდებულებთ?
  5. ესაია 43:15
    მე უფალი ვარ თქვენი წმიდა, ისრაელის გამჩენი, თქვენი მეფე.
  6. ესაია 43:7
    ყოველი, ჩემი სახელით წოდებული, ჩემი დიდებისთვის გავაჩინე; ყოველი, ვინც შევქმენი და გამოვსახე!
  7. ესაია 43:21
    ხალხი, რომელიც ჩემთვის გამოვსახე, ჩემს დიდებას გამოაცხადებს,
  8. ესაია 64:8
    ახლა კი, უფალო, მამა ხარ ჩვენი, ჩვენ თიხა ვართ, შენ კი მექოთნე; შენი ხელის ნაკეთობა ვართ ყველანი.
  9. იერემია 18:6
    განა არ შემიძლია ამ მექოთნესავით მოგექცე, ისრაელის სახლო? ამბობს უფალი, აჰა, როგორც თიხაა მექოთნის ხელში, ისე ხარ ჩემს ხელში, ისრაელის სახლო.
  10. ესაია 29:16
    თქვენ გააუკუღმართეთ ყველაფერი! განა მექოთნე თიხის თანასწორად ჩაითვლება? ნუთუ ნივთი თავის გამკეთებელზე იტყვის, მას არ გავუკეთებივარო? ქმნილება თუ იტყვის თავის შემქმნელზე: მას რა გაეგებაო?
  11. ესაია 45:9
    ვაი თავის შემქმნელთან მოდავეს, როგორც ნატეხს მიწის ნატეხთაგან. განა ეტყვის თიხა მეთიხეს, რას აკეთებო? ან ნამოქმედარი იტყვის შენზე, ხელები არა აქვსო?
  12. რომაელთა 9:18-21
    ამრიგად, ვინც სურს, მას შეიწყალებს, და ვინც სურს, მას გააჯიუტებს. შენ მეტყვი: აბა, რაღატომ სდებს ბრალს? მის ნებას ვინ აღუდგებაო წინ? ვინ ხარ შენ, ადამიანო, რომ ეკამათები ღმერთს? განა ქმნილება ეტყვის შემოქმედს: რატომ შემქმენიო ასე? ნუთუ მექოთნეს უფლება არა აქვს თიხაზე, რომ ერთი და იგივე თიხიდან ზოგი საპატიო ჭურჭელი გააკეთოს, ზოგიც უპატიო?
  13. დაბადება 6:6-7
    მაშინ შეწუხდა უფალი, ადამიანი რომ შექმნა ამქვეყნად და დანაღვლიანდა. თქვა უფალმა: „აღვგვი მიწის პირისაგან კაცს, ჩემ მიერ გაჩენილს, ასევე პირუტყვს, ქვეწარმავალსა და ცის ფრინველს, რადგან ვნანობ, რომ შევქმენი ისინი”.
  14. რომაელთა 1:25
    რომელთაც ღმერთის ჭეშმარიტება სიცრუით შეცვალეს, თაყვანს სცემდნენ და ემსახურებოდნენ ქმნილებას, ნაცვლად შემოქმედისა, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ!

← ყველა თემა „ა“-ზე