მთავარითემები „ა“ადამიანის შიში

ადამიანის შიში

13 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 29:25
    ადამიანის მოშიშარს მახე დაეგება, უფალზე დანდობილი კი – დაცული იქნება.
  2. მეორე რჯული 1:17
    მიკერძოებული ნუ იქნები სამართალში: ერთნაირად მოუსმინე მცირეს და დიდს; ნუ შეშინდებით კაცის წინაშე, რადგან ღვთისაა მართლმსაჯულება; საქმე, რომელიც გემძიმებათ, მომახსენეთ და მე მოვისმენ.
  3. 1 მეფეთა 15:24
    მიუგო საულმა სამუელს: „შევცოდე, რადგან გადავუხვიე უფლის ბრძანებას და შენს სიტყვებს, რადგან შემეშინდა ხალხისა და მისი ხმა შევისმინე.
  4. ესაია 51:12
    თვით მე ვარ თქვენი ნუგეშისმცემელი. ვინ ხარ შენ, რომ მოკვდავი ადამიანის და მისი შვილის გეშინია, რომელიც ბალახად ითვლება?
  5. იერემია 38:19
    უთხრა მეფე ციდკიაჰუმ იერემიას: „იმ იუდეველების მეშინია, ქალდეველების მხარეს რომ გადავიდნენ, რადგან შეიძლება ქალდეველებმა მათ ხელთ გადამცენ და შეურაცხმყონ”.
  6. მათეს 26:56
    მაგრამ ყოველივე ეს მოხდა იმიტომ, რომ აღსრულდეს წინასწარმეტყველთა წერილები”. მაშინ ყველა მოწაფემ მიატოვა იგი და გაიქცა.
  7. იოანეს 7:13
    ოღონდ იუდევლებისადმი შიშის გამო ღიად არავინ ლაპარაკობდა მასზე.
  8. იოანეს 9:22
    ასე იმიტომ თქვეს მისმა მშობლებმა, რომ იუდევლებისა ეშინოდათ. მათ უკვე პირი შეეკრათ: სინაგოგიდან მოეკვეთათ ყველა, ვინც იესოს ქრისტედ აღიარებდა.
  9. იოანეს 19:38
    ამის შემდეგ იოსებ არიმათიელმა, რომელიც იუდეველთა შიშის გამო ფარულად ემოწაფებოდა იესოს, პილატეს იესოს გვამის ჩამოხსნა სთხოვა. პილატემ დართო ნება. მაშინ მოვიდა და ჩამოხსნა მისი გვამი.
  10. ლუკას 12:4
    გეუბნებით თქვენ, ჩემო მეგობრებო, იმათი ნუ შეგეშინდებათ, ვინც სხეულს კლავს და ამის მეტი აღარაფრის გაკეთება შეუძლია.
  11. ებრაელთა 13:6
    ამიტომ თამამად ვამბობთ: „უფალია ჩემი შემწე, არ მეშინია: რას მიზამს კაცი?
  12. ფსალმუნები 55:10-11
    ღმერთს, რომლის სიტყვასაც ვაქებ, უფალს, რომლის სიტყვასაც ვადიდებ; ღმერთს მივენდე - არ მეშინია; რას მიზამს კაცი?
  13. რომაელთა 8:31
    ამაზე რაღა ვთქვათ? თუ ღმერთი ჩვენკენ არის, ვინ გამოვა ჩვენს წინააღმდეგ?

← ყველა თემა „ა“-ზე