ბიბლიის მუხლები თემაზე
ადამიანის გეგმები
7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- იაკობის 4:13-15
ახლა თქვენ, ვინც ამბობთ - დღეს თუ ხვალ ამა და ამ ქალაქში წავალთ, იქ ერთ წელს დავყოფთ, ვივაჭრებთ და მოვიგებთო; თუმცა ისიც კი არ იცით, ხვალ რა მოხდება, რადგან რა არის თქვენი სიცოცხლე? ორთქლი, რომელიც ერთხანს გამოჩნდება, მერე კი გაქრება. ნაცვლად იმისა, რომ თქვათ - თუ ინებებს უფალი და ვიცოცხლებთ, ამას და ამას ვიზამთო.
- ფსალმუნები 32:10
უფალი ჩაშლის ერების ზრახვებს, გააცამტვერებს ერთა ჩანაფიქრს.
- იგავები 19:21
მრავალი განზრახვაა კაცის გულში, მაგრამ უფლის გადაწყვეტილება ასრულდება.
- იგავები 16:1
გულის ზრახვები კაცს ეკუთვნის, ენის პასუხი კი უფლისგან მოდის.
- დაბადება 11:4
თქვეს: ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი, რომლის თხემიც ცას მისწვდება. და ასე შევიქმნით სახელს, თორემ გავიფანტებით დედამიწის ზურგზე”.
- ლუკას 12:18
თქვა, ასე მოვიქცევი: ჩემს ბეღლებს დავანგრევ, უფრო დიდებს ავაშენებ და იქ შევინახავ მთელ ჩემს ხორბალსა და დოვლათს.
- იაკობი 4:13
ახლა თქვენ, ვინც ამბობთ - დღეს თუ ხვალ ამა და ამ ქალაქში წავალთ, იქ ერთ წელს დავყოფთ, ვივაჭრებთ და მოვიგებთო;