მთავარითემები „ა“ადამიანის ბატონობა

ადამიანის ბატონობა

5 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. დაბადება 1:26
    თქვა ღმერთმა: „შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად; დაე იბატონოს ზღვაში თევზზე, ცაში ფრინველზე, პირუტყვზე, მთელ დედამიწაზე და ყოველ ქვეწარმავალზე, რომელიც დაძვრება მიწაზე”.
  2. დაბადება 9:2
    ჰქონდეს თქვენი შიში და ძრწოლა ყველა ცხოველს, ცის ყველა ფრინველს და ყველა არსებას, რაც დედამიწაზე იძვრის; და ყოველი თევზი ზღვისა თქვენს ხელთაა მოცემული.
  3. ფსალმუნები 8:6-8
    გააბატონე იგი შენი ხელის ნამოქმედარზე; ყოველივე მის ფეხქვეშ მოაქციე. წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვი, ასევე - ველის ნადირი; ცათა ფრინველი და ზღვის თევზი, წყლის ბილიკებით რომ მოძრაობენ.
  4. იაკობის 3:7
    რადგან მხეცთა და ფრინველთა, ქვეწარმავალთა და ზღვის ცხოველთა ყოველგვარი ბუნება თვინიერდება და მოთვინიერებულია ადამიანის ბუნების მიერ.
  5. ებრაელთა 2:7
    ოდნავ დაამცირე იგი ანგელოზთა წინაშე; დიდებითა და პატივით დააგვირგვინე და დაადგინე იგი შენი ხელის ნამოქმედარზე.

← ყველა თემა „ა“-ზე