მთავარითემები „ა“ადამიანების უგულებელყოფა

ადამიანების უგულებელყოფა

11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მეორე რჯული 14:27
    არ მიატოვოთ თქვენს მხარეში მყოფი ლევიანი, ვინაიდან წილი და სამკვიდრებელი არა აქვს მას თქვენთან.
  2. იგავნი 21:13
    ვინც ყურს მოიყრუებს ღარიბის ღაღადზე, თვითონაც მოუხმობს ერთ დღეს და არავინ უპასუხებს.
  3. იგავნი 28:27
    ვინც ღარიბს აძლევს, არ გაუჭირდება, ხოლო ვინც თვალს ხუჭავს, მრავალ წყევლას მიიღებს.
  4. ფსალმუნები 141:2
    მარჯვნივ გაიხედე და დაინახე, რომ ვერავინ მამჩნევს; აღარსადა მაქვს გასაქცევი, არავინ ზრუნავს ჩემზე.
  5. იერემია 30:17
    მე გამოგაჯანსაღებ და ჭრილობებისგან განგკურნავ, ამბობს უფალი, იმის გამო, რომ გაძევებული გიწოდეს; ეს არის სიონი, არავის ადარდებს მისი ამბავი.
  6. მეორე რჯული 33:9
    რომელმაც თქვა: არ ვუყურებო ჩემს დედ-მამას; არ აღიარებს თავის ძმებს და არ ცნობს შვილებს; რაკი შეასრულეს ლევიანებმა შენი ნათქვამი და შეინახეს შენი აღთქმა,
  7. მარკოზის 5:36
    მაგრამ გაიგონა თუ არა იესომ ნათქვამი, უთხრა სინაგოგის მთავარს: „ნუ გეშინია, მხოლოდ გწამდეს!
  8. საქმეები 6:1
    იმ დღეებში, მოწაფეები რომ მომრავლდნენ, გაბერძნებულთა შორის დრტვინვა დაიწყო ებრაელობის წინააღმდეგ, რადგან უგულებელყოფილი იყო მათი ქვრივების ყოველდღიური მომსახურება.
  9. ებრაელთა 13:2
    სტუმართმოყვარეობა არ დაივიწყოთ, ვინაიდან ზოგიერთებს ანგელოზებისათვის გაუწევიათ მასპინძლობა ისე, რომ არ სცოდნიათ.
  10. ებრაელთა 13:16
    არ დაივიწყოთ ქველმოქმედება და მოზიარეობა, ვინაიდან ასეთი მსხვერპლები სათნოა ღმერთისთვის.
  11. იერემია 6:14
    ზერელედ კურნავენ ჩემი ხალხის ჭრილობებს, ამბობენ: მშვიდობააო, მშვიდობა! მაგრამ არ არის მშვიდობა.

← ყველა თემა „ა“-ზე