მთავარითემები „ხ“ხელმწიფების სახეები ოჯახში

ხელმწიფების სახეები ოჯახში

9 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 19:18
    დასაჯე შენი შვილი, მაგრამ არ განაწყო შენი სული მის სასიკვდილოდ.
  2. იგავნი 23:13
    ნუ მოერიდები ყმაწვილის დასჯას, რადგან თუ შოლტით სცემ მას, არ მოკვდება.
  3. იგავნი 29:17
    დასაჯე შენი შვილი და ის დაგამშვიდებს შენ და შვებას მოჰგვრის შენს სულს.
  4. იგავნი 1:8
    ისმინე, შვილო ჩემო, მამაშენის დარიგება და დედაშენის სწავლებას ნუ მიატოვებ.
  5. იგავნი 3:1
    შვილო ჩემო! ჩემს რჯულს ნუ დაივიწყებ, და ჩემი მცნებანი დაიცვას შენმა გულმა,
  6. იგავნი 13:1
    ბრძენი შვილი ისმენს მამის დარიგებას, თავქარიანი კი არ ისმენს საყვედურს.
  7. კოლოსელთა 3:20
    შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს ყველაფერში, ვინაიდან ასეა მოსაწონი უფლისათვის.
  8. ეფესელთა 6:1
    დაემორჩილეთ, შვილებო, თქვენს მშობლებს უფალში, ვინაიდან ეს სამართლიანია
  9. იგავნი 6:20-23
    დაიცავი, შვილო ჩემო, მამაშენის მცნებანი და დედაშენის სწავლებას ნუ მიატოვებ. დაიბნიე შენს გულზე სამუდამოდ, შეიბნიე შენს ყელზე. სიარულისას წინ წარგიძღვება, დაწოლისას დაგიფარავს, გამოღვიძებისას საუბარს დაგიწყებს. რადგან მცნება სანთელია და მოძღვრება – სინათლე, ცხოვრების გზა კი – დამრიგებლური შეგონება.

← ყველა თემა „ხ“-ზე