მთავარითემები „ხ“ხელისუფალთა პატივისცემა

ხელისუფალთა პატივისცემა

6 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ტიტეს 3:1
    შეახსენე მათ - დაემორჩილონ და მოუსმინონ გამგებლებსა და ხელისუფალთ, მზად იყვნენ ყოველგვარი კეთილი საქმისთვის.
  2. მათეს 22:21
    თქვეს: კეისრისა! მაშინ უთხრა მათ: მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს - ღმრთისა!
  3. მარკოზის 12:17
    იესომ უთხრა მათ: მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთისა - ღმერთს. და გაუკვირდათ მისი.
  4. ლუკას 20:25
    მაშინ უთხრა მათ: ჰოდა, მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმრთისა.
  5. 1 ტიმოთეს 2:1-2
    ამრიგად, შეგაგონებ, უწინარეს ყოვლისა, ჰყოთ ვედრებანი, ლოცვანი, შუამდგომლობანი და მადლიერებანი ყველა ადამიანისთვის, მეფეებისა და ყველა ზემდგომთათვის, რათა მშვიდად და წყნარად ვიცხოვროთ სრული ღვთისმოსაობითა და პატიოსნებით;
  6. 1 პეტრეს 2:13
    დაემორჩილეთ ყოველ ადამიანურ მმართველობას უფლის გულისთვის, იქნება ეს მეფე, როგორც უმაღლესი მმართველი,

← ყველა თემა „ხ“-ზე