მთავარითემები „ხ“ხელდასხმა სულიწმინდისთვის

ხელდასხმა სულიწმინდისთვის

11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მეორე რჯული 34:9
    და აღივსო სიბრძნის სულით იეშუა ნავეს ძე, ვინაიდან ხელი დაასხა მას მოსემ და უსმენდნენ მას ისრაელის ძენი და აღასრულეს, რაც უბრძანა უფალმა მოსეს.
  2. საქმეები 8:17-19
    დაასხეს მათ ხელები და მათაც მიიღეს სულიწმიდა.  სიმონმა რომ დაინახა, მოციქულთა ხელდასხმით ეძლევათო სულიწმიდა, ფული მიუტანა მათ.  უთხრა: „მეც მომეცით ძალაუფლება, რომ ვისაც ხელს დავასხავ მიიღოს სულიწმიდა”.
  3. საქმეები 9:17
    წავიდა ანანია, შევიდა იმ სახლში, დაასხა მას ხელები და უთხრა: „ძმაო, სავლე, უფალმა გამომგზავნა, იესომ, რომელიც გზაზე მიმავალს გეჩვენა, რომ თვალი აგეხილოს და აღივსო სულიწმიდით”.
  4. საქმეები 19:6
    როცა ხელები დაასხა მათ პავლემ, გადმოვიდა მათზე სულიწმიდა, ენებზე ალაპარაკდნენ და წინასწარმეტყველებდნენ.
  5. ლუკას 1:35
    მიუგო ანგელოზმა პასუხად: „სულიწმიდა გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა დაგჩრდილავს; ამიტომაც იწოდება ღმერთის ძედ წმიდად შობილი.
  6. ლუკას 3:22
    და გადმოვიდა მასზე სულიწმიდა სხეულებრივად, როგორც მტრედი და გაისმა ხმა ზეცით: „შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მოვიწონე მე”.
  7. იოანეს 14:26
    ხოლო ნუგეშისმცემელი, სულიწმიდა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლენს მამა, გასწავლით და გაგახსენებთ ყველაფერს, რაც თქვენთვის მითქვამს.
  8. საქმეები 1:8
    არამედ თქვენ მიიღებთ ძალას, როცა გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდემდე”.
  9. საქმეები 8:15
    რომლებიც ჩავიდნენ და ილოცეს მათთვის, რომ მიეღოთ სულიწმიდა.
  10. საქმეები 8:17
    დაასხეს მათ ხელები და მათაც მიიღეს სულიწმიდა.
  11. საქმეები 11:15
    როგორც კი ვიწყე ლაპარაკი, სულიწმიდა ისევე გადმოვიდა მათზე, როგორც ჩვენზე დასაწყისში.

← ყველა თემა „ხ“-ზე