მთავარითემები „ხ“ხელდასხმა განკურნებისთვის

ხელდასხმა განკურნებისთვის

21 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 4 მეფეთა 4:34
    ადგა და ზემოდან დააწვა ყრმას; პირი პირზე დაადო, თვალები თვალებზე, ხელის მტევნები ხელის მტევნებზე, განერთხა მასზე და გათბა ყრმის სხეული.
  2. ფსალმუნები 138:5
    გარსშემომერტყი ზურგიდან და წინიდან და ხელი დამადე.
  3. გამოცხადება 1:17
    ვიხილე და მკვდარივით დავეცი მის ფერხთით. მან თავისი მარჯვენა დამადო და მითხრა: „ნუ გეშინია, მე ვარ პირველი და უკანასკნელი,
  4. მარკოზის 8:23
    მან ხელი ჩაჰკიდა ბრმას, სოფლიდან გაიყვანა, თვალებზე დააფურთხა, ხელები დაადო და ჰკითხა: „ხედავ რამეს?
  5. მარკოზის 8:25
    შემდეგ კვლავ დაადო ხელები თვალებზე და აახელინა; და აღუდგა მას მხედველობა, და ყველაფერი მკაფიოდ დაინახა.
  6. ლუკას 13:13
    დაასხა ორივე ხელი, მაშინვე გაიმართა იგი და ადიდებდა ღმერთს.
  7. მარკოზის 6:5
    და ვერ მოახდინა იქ ვერავითარი სასწაული, გარდა იმისა, რომ რამდენიმე სნეულს ხელები დაასხა და განკურნა.
  8. ლუკას 4:40
    მზის ჩასვლისას ყველამ, ვისაც ჰყავდა სხვადასხვა სენით დაავადებული, მასთან მიიყვანა; მან ყოველ მათგანს ხელები დაასხა და განკურნა.
  9. მათეს 19:13
    მაშინ მოიყვანეს მასთან ბავშვები, რომ ხელი დაედო და ელოცა მათთვის, მოწაფეები კი უკრძალავდნენ მათ.
  10. მათეს 19:15
    დაადო ხელები და წავიდა იქიდან.
  11. მარკოზის 10:13
    და მოჰყავდათ მასთან ბავშვები, რათა შეხებოდა მათ, მოწაფეები კი საყვედურობდნენ მომყვანებს.
  12. საქმეები 9:12
    იხილა სავლემ ჩვენებაში კაცი, სახელად ანანია, რომელიც მივიდა და ხელები დაასხა მას, რათა თვალი ახელოდა.
  13. საქმეები 9:17
    წავიდა ანანია, შევიდა იმ სახლში, დაასხა მას ხელები და უთხრა: „ძმაო, სავლე, უფალმა გამომგზავნა, იესომ, რომელიც გზაზე მიმავალს გეჩვენა, რომ თვალი აგეხილოს და აღივსო სულიწმიდით”.
  14. მარკოზის 7:32
    მათ ვერ გაიგეს ეს ნათქვამი, მაგრამ ეშინოდათ, რომ შეკითხოდნენ მას.
  15. მათეს 9:18
    ამას რომ ლაპარაკობდა, მივიდა მასთან ერთი მთავარი, თაყვანი სცა და უთხრა: „ჩემი ქალიშვილი ეს-ესაა მოკვდა, მოდი, ხელი დაადე და იცოცხლებს”.
  16. მარკოზის 5:23
    ევედრებოდა და ეუბნებოდა: „ჩემი ქალიშვილი სიკვდილის პირასაა. მოდი და დაასხი ხელები, რომ განიკურნოს და იცოცხლოს”.
  17. მარკოზის 16:18
    გველებს აიყვანენ, და თუნდაც რაიმე სასიკვდილო შესვან, არ ავნებთ; ავადმყოფებს ხელებს დაასხამენ და განიკურნებიან”.
  18. საქმეები 28:8
    ოპლიოსის მამა, ციებ-ცხელებითა და ნაწლავთა სნეულებით გატანჯული, ლოგინად იყო ჩავარდნილი; შევიდა მასთან პავლე, ილოცა, ხელები დაასხა და განკურნა.
  19. დაბადება 46:4
    მე წამოვალ შენთან ერთად ეგვიპტეში და მევე გამოგიყვან უკან. თავისი ხელით დაგიხუჭავს თვალებს იოსები”.
  20. დაბადება 48:14
    გაიწოდა ისრაელმა მარჯვენა და ეფრემს დაადო თავზე, თუმცა ის უმცროსი იყო, ხოლო მარცხენა მენაშეს დაადო თავზე; განზრახ გადაანაცვლა ხელები, თუმცა მენაშე იყო პირმშო.
  21. დაბადება 48:18
    უთხრა იოსებმა მამას: „ასე არა, მამაჩემო. ესაა პირმშო. მის თავს დაადე შენი მარჯვენა”.

← ყველა თემა „ხ“-ზე