მთავარითემები „ხ“ხედვის უნარი

ხედვის უნარი

14 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. გამოსვლა 4:11
    უთხრა უფალმა: „ვინ მისცა ბაგე კაცს; ვინ შექმნა მუნჯი ან ყრუ, მხედველი ან ბრმა? განა მე არა, უფალმა?
  2. იგავნი 20:12
    მსმენელი ყური და მხილველი თვალი - ერთიც და მეორეც უფალმა შექმნა.
  3. მარკოზის 8:23
    მან ხელი ჩაჰკიდა ბრმას, სოფლიდან გაიყვანა, თვალებზე დააფურთხა, ხელები დაადო და ჰკითხა: „ხედავ რამეს?
  4. ლუკას 6:42
    ანდა როგორ ეუბნები შენს ძმას: ძმაო, მიმიშვი, ბეწვი ამოგიღო თვალიდან, საკუთარ თვალში კი დირეს ვერ ხედავ? თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერე დაინახავ, როგორ უნდა ამოუღო შენს ძმას ბეწვი თვალიდან.
  5. ლუკას 10:23
    მიუბრუნდა მოწაფეებს და ცალკე უთხრა: „ნეტარია თვალები, რომლებიც ხედავენ, რასაც თქვენ ხედავთ;
  6. მათეს 13:14
    მათზე სრულდება ესაიას წინასწარმეტყველება, რომელიც ამბობს: სმენით მოისმენთ, მაგრამ ვერ გაიგებთ, ხილვით იხილავთ, მაგრამ ვერ მიხვდებით.
  7. საქმეები 28:26
    მიდი ამ ხალხთან და უთხარი: სმენით მოისმენთ და ვერ გაიგებთ, ხილვით იხილავთ და ვერ დაინახავთ.
  8. ლუკას 8:10
    მან თქვა: „თქვენ მოგეცათ ღმერთის სამეფოს საიდუმლოებათა ცოდნა, სხვებს კი იგავებით მიეცათ ისე, რომ უყურებდნენ და ვერ ხედავდნენ, ისმენდნენ და ვერ იგებდნენ.
  9. რომაელთა 8:24
    ვინაიდან იმედით ვიქენით დახსნილნი, ხილული იმედი კი აღარ არის იმედი; რადგან, თუ ხედავს კაცი, რაღას იმედოვნებს?
  10. ებრაელთა 11:3
    რწმენით ვგებულობთ, რომ საუკუნენი ღმერთის სიტყვით არის მოწყობილი, რადგან უხილავისგან წარმოიშვა.
  11. გამოცხადება 3:8
    ვიცი შენი საქმენი; აჰა, მოგეცი შენს წინაშე ღია კარი, რომლის დაკეტვაც არავის ძალუძს; მცირე ძალა გაქვს, მაგრამ შეინახე ჩემი სიტყვა და არ უარყავი ჩემი სახელი.
  12. 2 კორინთელთა 5:7
    ვინაიდან რწმენით დავდივართ და არა ხილვით.
  13. იაგვნი 4:25
    დაე, შენმა თვალებმა წინ იყურონ, და შენი წამწამები არ დახარო.
  14. ეკლესიასტე 6:9
    სჯობს თვალით ნანახი, ვიდრე ნაოცნებარი – ესეც ამაოებაა და დევნა ქარისა.

← ყველა თემა „ხ“-ზე