ბიბლიის მუხლები თემაზე
წყევლა
20 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- ეფესელთა 4:29
არავითარი უშვერი სიტყვა არ დაგცდეთ პირიდან, არამედ მხოლოდ კეთილი აღსაშენებლად, რათა მადლი მიანიჭოს გამგონეთ.
- ეფესელთა 5:4
ასევე ბილწსიტყვაობა, ლაქლაქი და დაცინვა არ შეგფერით, არამედ – უფრო სამადლობელი,
- იაკობის 1:26
თუ რომელიმე თქვენგანს ჰგონია, რომ მორწმუნეა და ენას არ ალაგმავს, არამედ თავის გულს აცდუნებს, ფუჭია მისი სარწმუნოება.
- იერემია 23:10
რადგან მრუშებითაა სავსე ქვეყანა, რადგან წყევლის გამო გლოვობს ქვეყანა, გახმა უდაბნოს საძოვრები. მათი მისწრაფება ბოროტია და მათი ძალა უსამართლობაშია.
- ლუკას 6:45
კეთილი კაცი თავისი გულის კეთილი საუნჯიდან სიკეთეს გამოიღებს, ბოროტი კაცი კი ბოროტისგან ბოროტს გამოიღებს. ვინაიდან გულის სავსებისაგან მეტყველებს მისი პირი.
- იაკობის 3:9-12
მით ვაკურთხებთ ღმერთსა და მამას და მით ვწყევლით ღვთის ხატად შექმნილ ადამიანებს. ერთი პირიდან გამოდის ლოცვა-კურთხევა და წყევლა. ასე არ უნდა იყოს, ჩემო ძმებო. განა მოედინება ერთი წყაროსთვალიდან ტკბილი და მწარე? ჩემო ძმებო, განა შეუძლია ლეღვის ხეს ზეთისხილი მოისხას, ანდა ვაზს – ლეღვი? ასევე ერთი წყაროდან არ შეიძლება მოედინებოდეს მლაშე და ტკბილი წყალი.
- კოლოსელთა 3:8
ახლა კი განიშორეთ ყოველივე ეს: რისხვა, მძვინვარება, ბოროტება, გმობა, თქვენი ბაგეების ბილწსიტყვაობა.
- 1 პეტრეს 3:10
რადგან, ვისაც სიცოცხლე უყვარს და კეთილი დღეების ხილვა, შეიკავოს ენა ბოროტისაგან და მისი ბაგეები ნუ იტყვიან ზაკვას.
- გამოსვლა 20:7
არ წარმოთქვა უფლის, შენი ღმერთის, სახელი ამაოდ, რამეთუ უფალი დაუსჯელს არ დატოვებს მას, ვინც მის სახელს ამაოდ ახსენებს.
- იაკობის 5:12
პირველყოვლისა, ჩემო ძმებო, ნუ დაიფიცებთ ნურც ზეცას და ნურც მიწას, ნურც სხვა რაიმე საფიცარს. თქვენი ‘ჰო’ იყოს ჰო და ‘არა’ არა, რათა სამსჯავროში არ მოხვდეთ.
- 1 პეტრეს 1:5
არამედ თვითონაც იყავით წმიდები ყოველ საქციელში, როგორც წმიდაა იგი, ვინც თქვენ მოგიწოდათ.
- იგავნი 15:1
ტკბილი პასუხი მიაქცევს გულისწყრომას, შეურაცხმყოფელი სიტყვა კი აღაგზნებს რისხვას.
- იერემია 48:10
წყეული, ვინც უფლის საქმეს დაუდევრად აკეთებს და წყეული, ვინც თავის მახვილს აკავებს სისხლისაგან!
- რომაელთა 12:14
ლოცეთ თქვენი მდევნელები, ლოცეთ და ნუ წყევლით.
- მათეს 15:17-20
არ გესმით, რომ ყველაფერი, რაც პირში შედის, მუცელს გაივლის და ზარულში გამოდის? პირიდან გამოსული კი გულიდან ამოდის და ეს არის რომ ბილწავს ადამიანს. ვინაიდან გულიდან ამოდის: ბოროტი ზრახვანი, მკვლელობანი, მრუშობანი, მეძაობანი, ქურდობანი, ცრუმოწმობანი, გმობანი. სწორედ ეს ბილწავს ადამიანს, დაუბანელი ხელით ჭამა კი არ ბილწავს ადამიანს.
- დაბადება 3:16-17
და უთხრა დედაკაცს: „გავამრავლებ შენს ტანჯვას ფეხმძიმობის ჟამს და ტკივილში შობ შვილებს. შენი ქმრისაკენ იქნება შენი სწრაფვა და ის კი იბატონებს შენზე.” და ადამს უთხრა: „რადგან ისმინე შენი ცოლის ხმა და ჭამე ნაყოფი ხისა, რომელზეც გითხარი, რომ არ გეჭამა, წყეულიმც იყოს მიწა შენს გამო, ტანჯვით ჭამდე მის ნაყოფს მთელი შენი სიცოცხლე.
- მათეს 15:10-11
და მოუწოდა ხალხს და უთხრა მათ: „ისმინეთ და შეიგნეთ: ადამიანს ბილწავს არა პირში შემავალი, არამედ ის, რაც პირიდან გამოდის. ეს ბილწავს ადამიანს.
- იგავნი 10:31
მართალთა ბაგეებიდან სიკეთე მოედინება, ბოროტთა პირიდან კი უკუღმართობა.
- ტიტეს 2:6-8
ჭაბუკებსაც შეაგონე, რომ გონიერები იყვნენ. ყველაფერში იყავი კეთილ საქმეთა ნიმუში: გამოავლინე მოძღვრებაში შეურყვნელობა, სიდინჯე, გქონდეს ნათელი და უკიცხველი სიტყვა, რათა მტერს შერცხვეს და ვერაფერი ცუდი ვერ თქვას ჩვენზე.
- კოლოსელთა 4:6
თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლით იყოს სავსე, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის რა პასუხი გასცეთ.