მთავარითემები „წ“წყეული

წყეული

11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. დაბადება 1:8-9
    თქვა ღმერთმა: „ერთად შეგროვდეს წყლები ცის ქვეშ და გამოჩნდეს ხმელეთი”. და იქმნა ასე. უწოდა ღმერთმა ხმელეთს მიწა, ხოლო შეგროვილ წყალს - ზღვა. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
  2. 1 კორინთელთა 16:22
    ვისაც არ უყვარს უფალი იესო ქრისტე, შეჩვენებული იყოს. მარანათა!
  3. რომაელთა 9:3
    ნეტავ მე თვითონ ვყოფილიყავი ქრისტესაგან მოკვეთილი ჩემი ძმების - ჩემი სისხლისა და ხორცის გამო.
  4. მეორე რჯული 21:23
    არ უნდა გაათევინო მის გვამს ძელზე, არამედ იმავე დღეს დამარხე იგი; რადგან ღმერთის მიერ არის დაწყევლილი ძელზე ჩამოკიდებული. ნუ შებილწავ მიწას, რომელსაც გაძლევს დასამკვიდრებლად უფალი, შენი ღმერთი.
  5. იესო ნავეს ძე 6:17
    უფლისთვის დარისხდება ქალაქი და ყველაფერი, რაც მასშია, მხოლოდ მეძავი რახაბი და ყველა, ვინც მასთან ერთად არის მის სახლში, უნდა გადარჩნენ, რადგან დამალა ჩვენი გაგზავნილი მსტოვრები.
  6. იესო ნავეს ძე 7:1
    მაგრამ ორგულად მოიქცნენ ისრაელის ძენი დარისხებულის მიმართ; და აიღო დარისხებულისგან ყაქანმა, ქარმის ძემ, ზაბდის ძემ, ზერახის შთამომავალმა იუდას ტომიდან; და აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელის ძეებზე.
  7. 1 ნეშტთა 2:7
    ქარმის ძე - ყაქარი, რომელმაც აღთქმა დაარღვია და განსაცდელში ჩააგდო ისრაელი.
  8. ესაია 65:20
    აღარ იქნება იქ ჩვილი ან მოხუცი, რომელიც არ გაასრულებს თავის დღეებს, რადგან ასი წლისაც ყმაწვილივით მოკვდება, და ცოდვილი, თუნდაც ასი წლისა, დაიწყევლება.
  9. გალატელთა 1:8
    მაგრამ თუნდაც ჩვენ ან ანგელოზმა ზეციდან გახაროთ არა ის, რასაც ჩვენ გახარებდით, წყეულიმც იყოს იგი.
  10. კოლასელთა 4:18
    მოკითხვა ჩემი, პავლეს ხელით. გახსოვდეთ ჩემი ბორკილები. მადლი თქვენთან, ამინ!
  11. გალატელთა 1:9
    როგორც უკვე ვთქვით, ახლა კიდევ ვამბობ: თუ ვინმემ გახაროთ არა ის, რაც მიიღეთ, წყეულიმც იყოს.

← ყველა თემა „წ“-ზე