მთავარითემები „წ“წმინდა მიწა

წმინდა მიწა

9 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. გამოსვლა 3:5
    უთხრა მას უფალმა: ნუ მოუახლოვდები; გაიხადე ფეხსამოსი ფეხთაგან, რადგან ეს ადგილი, რომელზეც დგახარ, წმიდა მიწაა.
  2. იესო ნავეს ძე 5:15
    უთხრა იეშუას უფლის მხედრობის თავმა: გაიხადე ფეხსამოსი, რადგან ადგილი, რომელზეც დგახარ, წმიდაა. ასეც მოიქცა იეშუა.
  3. საქმეები 7:33
    უთხრა უფალმა: გაიხადე ფეხსაცმელი შენი ფეხიდან, რადგან ადგილი, სადაც დგახარ, წმიდა მიწაა.
  4. ეზეკიელი 48:14
    არ უნდა გაყიდონ მისგან და არ გაცვალონ, არც ამ მიწის პირველნაყოფი გაასხვისონ, რადგან წმიდაა უფლისთვის.
  5. ლევიანნი 27:21
    თუ ყანას საზეიმო წელიწადი ათავისუფლებს, უფლის სიწმიდედ ჩაითვალოს, როგორც მიძღვნილი ყანა; მღვდელს ექნება ის სამფლობელოდ.
  6. ზაქარია 2:12
    დაეუფლება უფალი იუდასა და წმიდა მიწას, როგორც თავის წილს და კვლავ ამოირჩევს იერუსალიმს.
  7. იერემია 31:40
    გვამებისა და ფერფლის მთელი ხეობა, მთელი მინდორი კედრონის ნაკადულამდე, ცხენების კარიბჭის კუთხემდე აღმოსავლეთით - წმიდაა უფლისთვის, არ აღმოიფხვრება და აღარასოდეს დაინგრევა.
  8. ეზეკიელი 45:20
    წმიდა წილი უნდა იყოს ეს ქვეყანაში და უნდა ეკუთვნოდეს საწმიდრის მომსახურე მღვდლებს, მსახურებისთვის რომ უახლოვდებიან უფალს; მათი სახლების ადგილად და წმიდა ადგილად უნდა იყოს საწმიდრისთვის.
  9. ეზეკიელი 43:21
    ასევე აიღებ მოზვერს ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად და დასწვავ ტაძრის დანიშნულ ადგილზე, საწმიდრის გარეთ.

← ყველა თემა „წ“-ზე