მთავარითემები „წ“წინსვლა

წინსვლა

6 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფილიპელთა 3:13
    ძმებო, არ მიმაჩნია, რომ უკვე მივაღწიე, არამედ ერთს ვაკეთებ - ვივიწყებ, რაც უკან დარჩა და იმას ველტვი, რაც ჩემს წინაა.
  2. მეორე რჯული 5:32
    ისე დაიცავი, როგორც ნაბრძანები აქვს შენთვის უფალს, შენს ღმერთს; ნუ გადაიხრები ნურც მარჯვნივ და ნურც მარცხნივ.
  3. იესო ნავეს ძე 1:7
    ოღონდ განმტკიცდი და ძალზედ გამხნევდი, რათა დაიცვა აღსასრულებლად მთელი რჯული, რომელიც გამცნო მოსემ, ჩემმა მსახურმა; ნუ გადაუხვევ მისგან ნურც მარცხნივ და ნურც მარჯვნივ, რათა წარმატებას მიაღწიო ყველგან, სადაც მიხვალ.
  4. იგავნი 4:27
    ნურც მარჯვნივ გადაუხვევ, ნურც მარცხნივ; განაშორე ფეხი ბოროტებას.
  5. ეზეკიელი 1:12
    თითოეული თავისი სახის მიმართულებით მიდიოდა იქ, საითაც სულს მიჰყავდა; მიდიოდნენ და არ ტრიალდებოდნენ სიარულისას.
  6. ლუკა 9:62
    უთხრა მას იესომ: „ვინც გუთანს უდგას და თან უკან იყურება, ღმერთის სამეფოსთვის არ გამოდგება!

← ყველა თემა „წ“-ზე