მთავარითემები „წ“წინასწარმეტყველების შთაგონება ძველ აღთქმაში

წინასწარმეტყველების შთაგონება ძველ აღთქმაში

18 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 2 პეტრეს 1:20-21
    პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რომ წერილის არც ერთი წინასწარმეტყველება არ განიმარტება თავისით. ვინაიდან წინასწარმეტყველება არასოდეს არ წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანები, სულიწმიდის მიერ აღძრულნი, ღმერთისაგან წარმოთქვამდნენ მას.
  2. ნეემია 9:30
    მრავალ წელს უთმენდი მათ და შეაგონებდი შენი სულით, წინასწარმეტყველთა მეშვეობით, მაგრამ არ შეისმინეს და დედამიწის ხალხებს ჩაუგდე ხელთ ისინი.
  3. ზაქარია 7:12
    გულები გაიქვავეს, რომ არ ესმინათ რჯული და სიტყვები, ცაბაოთ უფალმა რომ მოავლინა თავისი სულით წინანდელ წინასწარმეტყველთა მეშვეობით; ამიტომ იყო მათზე დიდი რისხვა ცაბაოთ უფლისგან.
  4. ებრაელთა 1:1
    ღმერთი, ძველთაგან მრავალჯერ და მრავალგვარად ელაპარაკებოდა მამებს წინასწარმეტყველთა მეშვეობით,
  5. ეზეკიელი 24:20-21
    ვუპასუხე: „ასეთი სიტყვა იყო უფლისგან ჩემდამი: უთხარი ისრაელის სახლს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი, აჰა, შევბღალავ ჩემს საწმიდარს, თქვენი ძალის სიამაყეს, თქვენი თვალებისთვის სასურველს და თქვენი სულის სალხენელს. თქვენს ძეებსა და ასულებს კი, რომლებიც მიატოვეთ, მახვილით დავცემ.
  6. 1 მეფეთა 15:10
    და იყო სიტყვა უფლისა სამუელის მიმართ:
  7. 2 მეფეთა 7:4
    მაგრამ ესმა იმ ღამეს უფლის სიტყვა ნათანს:
  8. 3 მეფეთა 13:20
    ჯერ კიდევ სუფრას უსხდნენ, რომ უფლის სიტყვა გამოეცხადა წინასწარმეტყველს, რომელმაც დააბრუნა იგი.
  9. 3 მეფეთა 16:1
    ეუწყა უფლის სიტყვა ბაყაშას წინააღმდეგ იეჰუ ხანანის ძეს:
  10. 3 მეფეთა 17:2
    გამოეცხადა უფლის სიტყვა და უთხრა:
  11. 4 მეფეთა 20:4
    ჯერ შუა ეზოდან არ გასულიყო ესაია, რომ უფლის სიტყვა გამოეცხადა:
  12. იერეია 1:2
    ვისზეც გადმოვიდა უფლის სიტყვა იოშია ყამონის ძის, იუდას მეფის დღეებში, მისი მეფობის მეცამეტე წელს.
  13. ეზეკიელი 6:2
    ძეო კაცისავ! მიაქციე სახე ისრაელის მთებისკენ და იწინასწარმეტყველე მათ წინააღმდეგ.
  14. იონა 1:1
    და იყო უფლის სიტყვა იონა ამითაის ძის მიმართ:
  15. ანგია 2:10
    მეცხრე თვის ოცდამეოთხე დღეს, დარიოსის მეფობის მეორე წელს, იყო უფლის სიტყვა წინასწარმეტყველ ანგიას მიმართ:
  16. ზაქარია 1:1
    დარიოსის მეფობის მეორე წლის მერვე თვეს უფლის სიტყვა იყო ზაქარია ბერექიას ძის, ყიდოს ძის, წინასწარმეტყველის მიმართ:
  17. მეროე რჯული 18:22
    თუ უფლის სახელით ილაპარაკებს წინასწარმეტყველი, მაგრამ არ ასრულდება სიტყვა და არ ახდება, მაშინ არ ყოფილა ეს სიტყვა უფლის ნათქვამი; თვითნებურად ილაპარაკა წინასწარმეტყველმა. ნუ გეშინიათ მისი.
  18. იერემია 28:9
    წინასწარმეტყველს, რომელიც მშვიდობას წინასწარმეტყველებდა, მხოლოდ მისი წინასწარმეტყველური სიტყვის ასრულების შემდეგ სცნობდნენ წინასწარმეტყველად, რომელიც ჭეშმარიტად უფალმა გამოგზავნა”.

← ყველა თემა „წ“-ზე