ბიბლიის მუხლები თემაზე
წინასწარმეტყველების მოკვლა
22 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- 3 მეფეთა 18:4
როცა იეზებელი უფლის წინასწარმეტყველებს ხოცავდა, წაიყვანა ობადიაჰუმ ასი წინასწარმეტყველი, ორმოცდაათ-ორმოცდაათი გადამალა მღვიმეში და პურითა და წყლით არჩენდა მათ.
- 3 მეფეთა 18:13
განა არ ეუწყა ჩემს ბატონს, რა მოვიმოქმედე, როცა უფლის წინასწარმეტყველებს ჟლეტდა იეზებელი?! უფლის ასი წინასწარმეტყველი გადავმალე, ორმოცდაათ-ორმოცდაათი კაცი მღვიმეში და ვარჩენდი პურითა და წყლით.
- 3 მეფეთა 19:10
თქვა: „უფლის, ცაბაოთ ღმერთის შურმა შემიპყრო, რადგან მიატოვეს შენი აღთქმა ისრაელის ძეებმა, შენი სამსხვერპლოები დაანგრიეს და შენი წინასწარმეტყველნი მახვილით ამოხოცეს; მე ერთი დავრჩი და ჩემს სულსაც დაეძებენ, რათა წამართვან“.
- 3 მეფეთა 19:14
თქვა: „უფლის, ცაბაოთ ღმერთის შურმა შემიპყრო, რადგან მიატოვეს შენი აღთქმა ისრაელის ძეებმა, შენი სამსხვერპლოები დაანგრიეს და შენი წინასწარმეტყველნი მახვილით ამოხოცეს; მე ერთი დავრჩი და ჩემს სულსაც დაეძებენ, რათა წამართვან“.
- ნეემია 9:26
და მაინც ურჩობდნენ და ამბოხიც კი მოგიწყვეს, შენი რჯული ზურგს უკან მოისროლეს, და დახოცეს ის შენი წინასწარმეტყველები, რომელნიც აფრთხილებდნენ მათ, რომ შენკენ მოქცეულიყვნენ, მაგრამ ისინი შენს წინაშე დიდად საგმობ საქმეებს ჩადიოდნენ.
- რომაელთა 11:3
უფალო! შენი წინასწარმეტყველნი დახოცეს და შენი სამსხვერპლოები დაანგრიეს. დავრჩი მე მარტო და ჩემს მოკვლას ცდილობენ.
- 3 მეფეთა 19:2
მოციქული გაუგზავნა იეზებელმა ელიას და შეუთვალა: „ასე და ასე მომექცნენ ღმერთები და უარესიც დამმართონ, თუ ხვალ ამ დროს ისევე არ წაგართვა სიცოცხლე, როგორც შენ წაართვი თითოეულ მათგანს“.
- 4 მეფეთა 6:31
და თქვა: „ასე და ასე მიყოს ღმერთმა და უარესიც დამმართოს, თუ საღამომდე თავი შერჩეს მხრებზე ელისე შაფატის ძეს!
- 4 მეფეთა 6:32
ელისე კი იჯდა თავის სახლში და უხუცესები უსხდნენ გვერდით. და გააგზავნა მეფემ თავისგან კაცი, და ვიდრე მოციქული მივიდოდა, ელისემ უთხრა უხუცესებს: „ხედავთ, კაცს მიგზავნის მკვლელის შვილი, რომ თავი მომკვეთოს? იცოდეთ, როცა მოციქული მოვა, ჩაკეტეთ კარი და მაგრად მიაწექით, რომ ვერ შემოვიდეს. აჰა, მისი ბატონის ფეხის ხმაც ისმის მის უკან!
- იერემია 38:16
ფარულად შეჰფიცა მეფე ციდკიაჰუმ იერემიას და უთხრა: „ცოცხალია უფალი, რომელმაც სული ჩაგვიდგა, რომ არ მოგკლავ და არც იმ კაცთა ხელში ჩაგაგდებ, შენს სულს რომ ეძიებენ!
- იერემია 11:21
ამიტომ ასე ამბობს უფალი ყანათოთელ კაცებზე, შენი სულის მაძიებლებზე, რომ გეუბნებიან: ნუ წინასწარმეტყველებ უფლის სახელით და ჩვენი ხელით არ მოკვდებიო.
- მათეს 23:35
რათა მოგეწიოთ მართალთა მთელი სისხლი, მიწაზე დათხეული, მართალი აბელის სისხლიდან მოყოლებული ზაქარია ბერაქიას ძის სისხლამდე, ტაძარსა და სამსხვერპლოს შორის რომ მოკალით.
- იერემია 2:30
ამაოდ ვცემდი თქვენს ძეებს, დარიგება მაინც არ მიიღეს; თქვენმა მახვილმა შეჭამა თქვენი წინასწარმეტყველნი, როგორც სასტიკმა ლომმა.
- მათეს 23:37
იერუსალიმო, იერუსალიმო, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენთან წარმოგზავნილთა ჩამქოლავო! რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შემოკრება, როგორც ფრინველი იკრებს ფრთებქვეშ თავის ბარტყებს, მაგრამ არ ინდომეთ.
- მათეს 23:31
ამრიგად, საკუთარი თავის შესახებ მოწმობთ, რომ წინასწარმეტყველთა მკვლელების ძენი ხართ.
- 1 თესალონიკელთა 2:15
რომელთაც მოკლეს უფალი იესო და მისი წინასწარმეტყველნიც და ჩვენც გამოგვრეკეს, ღმერთს არ აამებენ და ყველა ადამიანს ეწინააღმდეგებიან,
- 4 მეფეთა 9:7
შენ მოსპობ შენი ბატონის, ახაბის სახლს, რომ ავიღო ჩემს მსახურთა, წინასწარმეტყველთა სისხლი და უფლის ყველა მსახურის სისხლი, იეზებელის ხელით რომ დაეცნენ.
- საქმეები 7:52
რომელს არ დევნიდნენ წინასწარმეტყველთაგან თქვენი მამები? მათ დახოცეს მართალის მოსვლის წინასწარ მაუწყებელნი, იმისი, ვისი გამცემები და მკვლელებიც ახლა თქვენ გახდით,
- გამოცხადება 16:6
რადგან მათ დაღვარეს წმიდათა და წინასწარმეტყველთა სისხლი და შენ მიეცი მათ სისხლი სასმელად, ღირსნი არიან!
- 3 მეფეთა 18:40
და უთხრა მათ ელიამ: „შეიპყარით ბაყალის წინასწარეტყველნი! არავინ გაგექცეთ.“ და შეიპყრეს, და ჩაიყვანა ისინი ელიამ კიშონის ხევში და იქ დახოცა.
- 3 მეფეთა 19:1
და უამბო ახაბმა იეზებელს ყველაფერი, რაც ელიამ გააკეთა, და ისიც, რომ მან მახვილით ამოხოცა წინასწარმეტყველნი.
- იერემია 29:21
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, ახაბზე, კოლაიას ძეზე და ცედეკიაზე, მაყასეიას ძეზე, რომლებიც ჩემი სახელით ტყუილს გიწინასწარმეტყველებდნენ: აჰა, მე მივცემ მათ ბაბილონის მეფეს ნაბუქოდონოსორს ხელში და ის დახოცავს მათ თქვენს თვალწინ.