მთავარითემები „წ“წინასწარმეტყველება ეკლესიაში

წინასწარმეტყველება ეკლესიაში

16 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. საქმეები 2:17-18
    იქნება უკანასკნელ დღეებში, ამბობს ღმერთი, რომ ჩემი სულისგან გადმოვღვრი ყველა ხორციელზე და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და ასულნი; თქვენი ჭაბუკნი ჩვენებებს იხილავენ და თქვენს მოხუცებულებს სიზმრები დაესიზმრებათ. ჩემს მონებსა და მხევლებზეც გადმოვღვრი იმ დღეებში ჩემი სულისგან და იწინასწარმეტყველებენ.
  2. 1 კორინთელთა 12:10
    ზოგს – სასწაულთმოქმედება, ზოგს – წინასწარმეტყველება, ზოგს – სულების გარჩევა, ზოგს – სხვადასხვა ენები, ზოგს – ენების განმარტება.
  3. 1 კორინთელთა 14:1
    ესწრაფეთ სიყვარულს და ეშურეთ სულიერ ნიჭებს, უფრო კი, რომ იწინასწარმეტყველოთ.
  4. 1 კორინთელთა 14:39
    მაშ ასე, ჩემო ძმებო, წინასწარმეტყველებას ეშურეთ, მაგრამ ენებზე ლაპარაკს ნუ აკრძალავთ.
  5. 1 კორინთელთა 14:22
    ენა მორწმუნეებისთვის კი არ არის ნიშანი, არამედ ურწმუნოთათვის. წინასწარმეტყველება კი ურწმუნოებისთვის კი არ არის, არამედ მორწმუნეთათვის.
  6. 1 ტიმოთეს 4:14
    ნუ უგულებელყოფ შენში არსებულ ნიჭს, რომელიც მოგეცა წინასწარმეტყველების მეშვეობით და უხუცესთა ხელდასხმით.
  7. 1 კორინთელთა 13:2
    წინასწარმეტყველებაც რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი ცოდნა, სრული რწმენაც რომ მქონდეს, ისეთი, მთების გადაადგილება რომ შემეძლოს, ხოლო სიყვარული არ გამაჩნდეს, არარაობა ვიქნებოდი.
  8. 1 კორინთელტა 14:3
    ხოლო, ვინც წინასწარმეტყველებს, ის ადამიანებს ელაპარაკება ასაშენებლად, გასამხნევებლად და სანუგეშებლად.
  9. 1 კორინთელთა 14:31
    ვინაიდან ყველას სათითაოდ შეგიძლიათ წინასწარმეტყველება, რათა ყველამ ისწავლოს და ყველამ ინუგეშოს.
  10. 1 კორინთელტა 14:24
    მაგრამ, თუ ყველა წინასწარმეტყველებს და შემოვა ვინმე ურწმუნო ან უვიცი, ყველა მას ამხელს და განსჯის.
  11. 1 კორინთელთა 14:29
    წინასწარმეტყველებმა კი ილაპარაკონ ორმა ან სამმა, ხოლო სხვებმა განსაჯონ.
  12. საქმეები 19:6
    როცა ხელები დაასხა მათ პავლემ, გადმოვიდა მათზე სულიწმიდა, ენებზე ალაპარაკდნენ და წინასწარმეტყველებდნენ.
  13. რომაელთა 12:6
    და გვაქვს, ჩვენთვის მადლით მოცემული სხვადასხვა ნიჭი: თუ წინასწარმეტყველებაა - რწმენის შესაბამისად.
  14. გამოცხადება 19:10
    და დავემხე მის ფერხთით, რომ თაყვანი მეცა მისთვის, მაგრამ მან მითხრა: „ამას ნუ იზამ; თანამსახური ვარ შენი და შენი ძმებისა, რომელთაც იესოს მოწმობა აქვთ. ღმერთს ეცი თაყვანი, ვინაიდან იესოს მოწმობა წინასწარმეტყველების სულია”.
  15. 1 კორინთელთა 13:9
    რადგან ჩვენ ნაწილობრივ ვიცით და ნაწილობრივ ვწინასწარმეტყველებთ.
  16. 1 კორინთელთა 13:8
    სიყვარული არასოდეს მთავრდება; წინასწარმეტყველებანი გაუქმდება, ენები შეწყდება და ცოდნა გადაივლის.

ზიოვიელი 2:28
ამის შემდეგ გადმოვღვრი ჩემს სულს ყოველ ხორციელზე და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და ასულნი, თქვენს მოხუცებს სიზმრები დაესიზმრებათ და თქვენი ჭაბუკნი ხილვებს იხილავენ.

← ყველა თემა „წ“-ზე