ბიბლიის მუხლები თემაზე
წესრიგი ხსნაში
12 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- რომაელთა 8:29
ვინაიდან, ვინც წინასწარ იცნო, მათ წინასწარვე განუსაზღვრა თავისი ძის ხატების მსგავსად ყოფნა, რათა იყოს პირმშო მრავალ ძმას შორის;
- 1 კორინთელთა 2:7
არამედ ვლაპარაკობთ ღვთის სიბრძნეს, იდუმალებაში დაფარულს, რომელიც წინასწარ დაადგინა ღმერთმა საუკუნეთა უწინარეს ჩვენი დიდებისთვის.
- ეფესელთა 1:4-5
როგორც ამოგვირჩია მასში ქვეყნიერების შექმნამდე, რათა წმიდანი და უბიწონი ვყოფილიყავით მის წინაშე სიყვარულით. წინასწარ განსაზღვრა, რომ ვეშვილებინეთ იესო ქრისტეს მეშვეობით, თავისი ნების სათნოებისამებრ.
- 2 ტიმოთეს 1:9
რომელმაც გვიხსნა ჩვენ და მოგვიხმო წმიდა მოწოდებით, არა ჩვენი საქმეების მიხედვით, არამედ თავისი განზრახვითა და მადლით, რომელიც მოგვცა ქრისტე იესოში საუკუნეთა უწინ;
- ტიტეს 1:2
საუკუნო სიცოცხლის იმედით, რომელიც აღუთქვა უტყუარმა ღმერთმა საუკუნეთა უწინ.
- 1 პეტრეს 1:2
მამა ღმერთის წინასწარი განჭვრეტით ამორჩეულებს და სულის მიერ განწმედით იესო ქრისტესადმი დასამორჩილებლად და მისი სისხლის საპკურებლად - მადლი და მშვიდობა გაგიმრავლდეთ.
- გამოცხადება 13:8
და თაყვანი სცა მას დედამიწის ყველა მცხოვრებმა, რომელთა სახელებიც არ არის ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში, დაკლულ კრავს რომ აქვს ქვეყნიერების დასაბამიდან.
- ლუკას 24:26-27
განა ასე არ უნდა დატანჯულიყო ქრისტე და შესულიყო თავის დიდებაში?” მოსედან და ყველა წინასწარმეტყველიდან მოყოლებული განუმარტავდა მათ ყოველ წერილში მის შესახებ ნათქვამს.
- იოანეს 5:46
რადგან მოსესი რომ გწამდეთ, მეც მიწამებდით, ვინაიდან მან ჩემ შესახებ დაწერა.
- საქმეები 2:23
იგი, ღვთის ჩანაფიქრით და წინასწარცოდნით გადმოგეცათ, თქვენ კი ურჯულოთა ხელით ჯვარს აცვით და მოკალით.
- საქმეები 3:18
ხოლო ღმერთმა, როგორც წინასწარ გვამცნო ყველა თავისი წინასწარმეტყველის პირით, რომ ქრისტე უნდა წამებულიყო, ასევე აღასრულა კიდეც.
- გალატელთა 4:4
და როცა მოვიდა სისრულე დროისა, მოავლინა ღმერთმა თავისი ძე, რომელიც დედაკაცისგან იშვა და დაემორჩილა რჯულს.