მთავარითემები „უ“უსიხარულო

უსიხარულო

24 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 1 კორინთელთა 13:6
    არ ხარობს უმართლობით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს;
  2. 1 კორინთელთა 7:30
    მოტირალნი, როგორც არამოტირალნი, მხიარულნი, როგორც არამხიარულნი; მქონენი, როგორც არამქონენი;
  3. იობი 3:7
    აჰა, გაბერწდეს ის ღამე და ნუღარ იქნება მასში სიხარულის შეძახილი.
  4. ესაია 9:17
    ამიტომ არ ახარებს უფალს მათი ყმაწვილები და არც ქვრივ-ობლებს სწყალობს, ვინაიდან ყველა ურჯულო და ავის მქმნელია; უკეთურად მოლაპარაკეა ყოველი ბაგე; არც მისი რისხვა შებრუნდება და ჯერ კიდევ შემართულია მისი ხელი.
  5. ესაია 14:29
    ნუ გიხარიათ, ფილისტიმელნო, თქვენი მგვემელი კვერთხის დამსხვრევა, რადგან გველის ფესვიდან გამოვა ასპიტი და მისი ნაყოფი ფრთოსანი გველი იქნება.
  6. ეზეკიელი 7:12
    დადგა ჟამი, მოაწია დღემ. ნუ გაიხარებს მყიდველი, ნუ იგლოვებს გამყიდველი, რადგან რისხვაა მთელი მათი სიმრავლის წინააღმდეგ.
  7. ეზეკიელი 7:7
    დადგა შენი ჯერი, ამ ქვეყნის მცხოვრებო! მოვიდა ჟამი, მოახლოვდა დღე, დღე შფოთისა და არა მთებზე მხიარული შეძახილებისა.
  8. იგავნი 14:13
    სიცილის დროსაც კი წუხს გული და შესაძლოა, მხიარულება წუხილით დაბოლოვდეს.
  9. გოდება 3:17
    მშვიდობამ მიატოვა ჩემი სამშვინველი, დამავიწყდა კეთილდღეობა.
  10. გოდება 5:15
    შეწყდა ჩვენი გულის სიხარული, გლოვად იქცა ჩვენი ცეკვა.
  11. ესაია 24:8
    შეწყდა ხმა დაფდაფებისა, მინავლდა მოლხინეთა ხმაური, დაცხრა ქნარის მხიარულება.
  12. ესაია 24:11
    ღვინოს მისტირიან ქუჩებში, მხიარულება სიმწარედ იქცა, ლხინი განიდევნა ქვეყნიდან.
  13. ესაია 16:10
    წართმეული აქვს მხიარულება და სიხარული ნაყოფიერ მინდვრებს, აღარ იქნება ვენახებში სიმღერა და მხიარული მოძახილი, აღარ დაწურავს საწნახელში ღვინოს დამწურველი, შეწყდა ჟრიამული.
  14. იერემია 16:9
    რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: „აჰა, გავაქრობ ამ ადგილიდან, თქვენს თვალწინ და თქვენს დღეებში, სიხარულისა და მხიარულების ხმას, ნეფის ხმას და პატარძლის ხმას.
  15. იერემია 7:34
    შევწყვეტ იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის ქუჩებში მხიარულებისა და ლხინის ხმას, ნეფისა და პატარძლის ხმას, რადგან გაუდაბურდება ეს მიწა“.
  16. იერემია 25:10
    ჩავაჩუმებ მათი სიხარულისა და ლხინის ხმას, ნეფისა და პატარძლის ხმას, წისქვილთა ხმაურსა და ლამპრის სინათლეს გავაქრობ.
  17. ოსია 2:11
    ბოლოს მოვუღებ ყველა მის ლხინს, ზეიმს, ახალმთვარობებს, შაბათებსა და ყველა დღესასწაულს.
  18. ოსია 9:1
    ნუ ხარობ, ისრაელო, სხვა ერებივით ნუ ილხენ, რადგან მრუშობ შენი ღმერთისგან განმდგარი; შეიყვარე საფასური სიძვისა ხორბლის ყველა კალოზე.
  19. იოველი 1:16
    განა ჩვენ თვალწინ არ მოისპო საზრდო, მხიარულება და ლხინი ჩვენი ღმერთის სახლიდან?
  20. იოველი 1:12
    ახმა ვენახი და დაჭკნა ლეღვი. გაქრა ბროწეული, ფინიკი და ვაშლი, მინდვრის ყველა ხე გახმა; სიხარული დაუჭკნა ადამის ძეებს.
  21. ფსალმუნები 50:8
    ლხინისა და სიხარულის ხმა გამაგონე, გაახარე ჩემი ძვლები, შენ რომ შემუსრე.
  22. მეორე რჯული 28:47
    რადგან არ ემსახურებოდი უფალს, შენს ღმერთს, სიხარულითა და კეთილი გულით სიუხვისთვის;
  23. ლუკას 10:20
    თუმცა, ის კი ნუ გახარებთ, რომ სულები გემორჩილებიან. არამედ გიხაროდეთ ის, რომ თქვენი სახელები ზეცაშია ჩაწერილი“.
  24. იაკობის 4:9
    დანაღვლიანდით, იგლოვეთ და იტირეთ. თქვენი სიცილი გლოვად იქცეს, სიხარული კი - მწუხარებად.

← ყველა თემა „უ“-ზე