მთავარითემები „უ“უსამართლოდ მოხვეჭა

უსამართლოდ მოხვეჭა

11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 1:19
    ასეთია გზა ყოველი მძარცველისა: საკუთარსავე თავს ამოართმევენ სულს.
  2. იგავნი 28:8
    ვინც ვახშითა და სარგებლით იხვეჭს სიმდიდრეს ღატაკთა მწყალობელთათვის აგროვებს მას.
  3. იგავნი 16:8
    სჯობს სიმართლით მცირედი, უმართლობით მოხვეჭილ დიდ შემოსავალს.
  4. იგავნი 21:6
    მატყუარა ენით სიმდიდრის მოხვეჭა წარმავალი ორთქლია და სიკვდილის მახე.
  5. იგავნი 22:16
    ვინც თავისი დოვლათის გასამრავლებლად ღარიბს ავიწროებს და მდიდარს აძლევს, გაღატაკდება.
  6. იერემია 17:11
    კაკაბი იმ კვერცხებს რომ ჩეკს, რომლებიც თვითონ არ დაუდია, უმართლო გზით ქონების მომხვეჭელივითაა; მისი დღეების შუაძალზე დაკარგავს, დღეთა დასასრულს კი გაბრიყვებული დარჩება.
  7. იერემია 22:13
    ვაი იმას, ვინც სახლს უმართლობით იშენებს და უსამართლობით - ზედათვლებს! მოყვასს მუქთად ამუშავებს და გასამრჯელოს არ უხდის;
  8. იაკობის 5:4
    აჰა, ღაღადებს მუშაკთა საფასური, რომელიც დაუკავეთ თქვენი ყანების მომკელთ, და ცაბაოთ უფლის ყურამდე აღწევს მომკელთა ღაღადი.
  9. იგავნი 28:16
    გონიერებას მოკლებული მმართველი უზომოდ გამომძალველია, ანგარების მოძულე კი დღეგრძელი იქნება.
  10. აბაკუმი 2:9
    ვაი მას, ვინც უსამართლოდ იხვეჭს თავისი სახლისთვის და მაღალზე იბუდებს, რომ თავი დაიხსნას ბოროტის ხელიდან!
  11. იგავნი 13:22
    კეთილი კაცი შვილიშვილებს მემკვიდრეობას უტოვებს, ცოდვილის ქონება კი მართლისთვის ინახება.

← ყველა თემა „უ“-ზე