მთავარითემები „უ“ურჩები

ურჩები

19 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მეორე რჯული 21:18
    თუ კაცს ჯიუტი და ურჩი, დედ-მამის გაუგონარი შვილი ჰყავს, წვრთნიდნენ მას, მაგრამ მაინც არაფერი შეისმინა,
  2. მეორე რჯული 21:20
    უთხრან ქალაქის უხუცესებს: ჯიუტი და ურჩია ჩვენი შვილი, ჩვენი ნათქვამის გაუგონარი, ღორმუცელაა და ლოთი.
  3. ზაქარია 7:11
    მაგრამ მათ არ მოისურვეს ყურის დაგდება, ურჩი მხრები აიჩეჩეს და ყურები დაიმძიმეს, რომ არ შეესმინათ.
  4. სოფონია 3:2
    არავის ხმას არ ისმენს, დარიგებას არ იღებს; უფალს არ მიენდო და თავის ღმერთს არ მიუახლოვდა.
  5. მარკოზის 3:5
    იესომ რისხვით გადახედა მათ მათი გულქვაობით დამწუხრებულმა და უთხრა იმ კაცს: „გაიწოდე ხელი!” მანაც გაიწოდა და მოურჩა იგი.
  6. 2 პეტრე 2:10
    უპირატესად კი ბილწ ხორციელ გულისთქმებს აყოლილნი, უფლებათა მოძულენი, თავხედნი, ჯიუტნი, დიდებით შემოსილთა ლანძღვისას რომ არ თრთიან;
  7. გამოსვლა 7:13
    გაუსასტიკდა გული ფარაონს და არ ისმინა მათი, ისე როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს.
  8. გამოსვლა 7:14
    უთხრა უფალმა მოსეს: „გული გაუქვავდა ფარაონს, უარს ამბობს ხალხის გაშვებაზე.
  9. გამოსვლა 7:22
    და იგივე გააკეთეს ეგვიპტის გრძნეულებმა თავ-თავისი ჯადოქრობით; გაუსასტიკდა გული ფარაონს და არ ისმინა მათი, როგორც ჰქონდა ნათქვამი უფალს.
  10. 1 მეფეთა 6:6
    რატომ იქვავებთ გულებს, როგორც იქვავებდნენ ეგვიპტელები და ფარაონი? განა არ გაუშვეს მათ ხალხი, როგორც კი სასტიკად დასაჯა ისინი უფალმა?!
  11. იგავნი 28:14
    ნეტარია კაცი, რომელიც მუდმივად ფრთხილობს, გულის გამქვავებელი კი უბედურებაში ჩავარდება.
  12. მარკოზის 6:52
    ვინაიდან ჯერ პურობის ამბავსაც ვერ მიმხვდარიყვნენ, რადგან გულები ჰქონდათ გაქვავებული.
  13. მარკოზის 8:17
    იესო მიხვდა ამას და უთხრა მათ: „რას მსჯელობთ, პური რომ არა გაქვთ? ნუთუ კიდევ ვერ ხედავთ და ვერ გაგიგიათ? გული გაგიქვავდათ?
  14. საქმეები 19:9
    მაგრამ, როცა ზოგიერთები გაჯიუტდნენ, არ ირწმუნეს და საჯაროდ ბოროტად ლაპარაკობდნენ უფლის გზაზე, მიატოვა ისინი, გამოაცალკევა მოწაფენი და ყოველდღე შეაგონებდა ტირანუსის სკოლაში.
  15. მეორე რჯული 31:27
    რადგან ვიცი თქვენი სიჯიუტე და ქედმაგრობა: აჰა, რაც ცოცხალი ვარ, სულ ჯიუტობთ უფლის წინაშე და ჩემი სიკვდილის შემდეგ რაღას იზამთ?
  16. იერემია 7:26
    მაგრამ არ მომისმინეს, ყური არ დამიგდეს, ქედი გაიფიცხეს და თავიანთ მამებზე უარესად იქცეოდნენ.
  17. იერემია 17:23
    მაგრამ, არ შეისმინეს, ყური არ დამიგდეს; ქედები გაიფიცხეს, რომ არ მოესმინათ და დარიგება არ მიეღოთ.
  18. იერემია 19:15
    ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, მოვაწევ ამ ქალაქსა და მის დაბებზე ყველა იმ უბედურებას, რაც წარმოვთქვი მათზე, რადგან ქედი გაიფიცხეს და არ შეისმინეს ჩემი სიტყვა”.
  19. ზაქარია 7:12
    გულები გაიქვავეს, რომ არ ესმინათ რჯული და სიტყვები, ცაბაოთ უფალმა რომ მოავლინა თავისი სულით წინანდელ წინასწარმეტყველთა მეშვეობით; ამიტომ იყო მათზე დიდი რისხვა ცაბაოთ უფლისგან.

← ყველა თემა „უ“-ზე