მთავარითემები „უ“უკუღმართობა

უკუღმართობა

11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 17:20
    გულმრუდი ვერ ჰპოვებს კეთილს და ენით უკუღმართი უბედურებაში ჩავარდება.
  2. იგავნი 4:24
    მოიცილე მზაკვრობა ბაგიდან და უკუღმართი საუბარი განიშორე.
  3. ფსალმუნები 100:4
    მრუდე გული შორს იყოს ჩემგან, ბოროტებას არ მინდა ვცნობდე.
  4. იგავნი 6:14
    უკუღმართობაა მის გულში, გამუდმებით ბოროტს განიზრახავს და შუღლს ავრცელებს.
  5. იგავნი 12:8
    კაცს მისი გონიერების მიხედვით შეაქებენ, გულმრუდეს კი მოიძულებენ.
  6. იგავნი 11:3
    წრფელთ უბიწობა წარუძღვება, მოღალატეთ კი ორგულობა გაანადგურებს.
  7. იგავნი 15:4
    მშვიდი ენა სიცოცხლის ხეა, მზაკვრული კი სულს მუსრავს.
  8. იგავნი 28:6
    სწორად მავალი ღარიბი სჯობს, უკუღმართი გზებით მოსიარულე მდიდარს.
  9. ეზეკიელი 9:9
    მითხრა: „ისრაელის ტაძრისა და იუდას ურჯულოება ძალზე დიდია; სისხლით აივსო ეს ქვეყანა და ქალაქი სავსეა ძალადობით, რადგან ამბობენ: უფალმა მიატოვაო ეს ქვეყანა, ვერაფერს ხედავსო უფალი.
  10. მათეს 17:17
    იესომ თქვა: „ჰოი, ურწმუნო და უკუღმართო თაობავ! როდემდე ვიქნები თქვენთან? როდემდე გითმინოთ? აქ მომიყვანეთ!
  11. 1 ტიმოთეს 6:5
    ფუჭი კამათი გარყვნილი გონების მქონე და ჭეშმარიტებას მოკლებულ კაცთა შორის, რომელთაც ღვთისმოსაობა მოსახვეჭი რამ ჰგონიათ. ერიდე ასეთ ადამიანებს.

← ყველა თემა „უ“-ზე