მთავარითემები „უ“უკანასკნელი ჟამი

უკანასკნელი ჟამი

9 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 1 იოანეს 2:18
    ყმაწვილნო! უკანასკნელი ჟამია და როგორც გესმათ, რომ მოდის ანტიქრისტე, და უკვე მრავალი ანტიქრისტეა აღმდგარი; ამით ვიგებთ, რომ უკანასკნელი ჟამია.
  2. 1 იოანეს 2:19
    ისინი ჩვენგან გავიდნენ, თუმცა ჩვენგანნი არ ყოფილან; ვინაიდან ჩვენგანნი რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთანვე დარჩებოდნენ; მაგრამ ამით გახდა ცხადი, რომ ყველანი როდი არიან ჩვენგანნი.
  3. 1 ტიმოთეს 4:1
    ხოლო სული გარკვევით ამბობს, რომ უკანასკნელ დღეებში ზოგიერთები განდგებიან რწმენისგან, დაუჯერებენ მაცდურ სულებს და ეშმაკთა მოძღვრებებს,
  4. იაკობის 5:3
    თქვენი ოქრო და ვერცხლი დაჟანგდა. მათი ჟანგი იქნება მოწმედ თქვენს წინააღმდეგ და ცეცხლივით შეჭამს თქვენს ხორცს. მოგროვებული გაქვთ განძი უკანასკნელი დღეებისთვის.
  5. 1 პეტრეს 4:7
    თუმცა ყველაფრის აღსასრული მოახლოებულია. ამიტომ იყავით გონიერნი და ფხიზელნი ლოცვაში.
  6. 2 პეტრეს 3:3
    პირველ რიგში, იცოდეთ, რომ უკანასკნელ დღეებში მოვლენ დამცინავნი, რომელნიც საკუთარი გულისთქმისამებრ იქცევიან.
  7. 1 იოანეს 4:3
    ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესოს, ღვთისაგან არ არის, არამედ ეს არის სული ანტიქრისტესი, რომლის შესახებაც გსმენიათ, რომ მოვა, და ის ახლა უკვე ქვეყნიერებაზეა.
  8. 2 იოანეს 1:7
    რადგან მრავალი მაცდური შემოვიდა ქვეყნიერებაზე, რომლებიც არ აღიარებენ ხორცში მოსულ იესო ქრისტეს; ეს არის მაცდური და ანტიქრისტე.
  9. იუდა 1:18
    ისინი გეუბნებოდნენ, რომ უკანასკნელ ჟამს მოვლენ მკიცხავნი, თავიანთი უღვთო გულისთქმებით მავალნი.

← ყველა თემა „უ“-ზე