მთავარითემები „უ“უკან ყურება

უკან ყურება

6 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ლუკას 9:62
    უთხრა მას იესომ: „ვინც გუთანს უდგას და თან უკან იყურება, ღმერთის სამეფოსთვის არ გამოდგება!
  2. ფილიპელთა 3:13
    ძმებო, არ მიმაჩნია, რომ უკვე მივაღწიე, არამედ ერთს ვაკეთებ - ვივიწყებ, რაც უკან დარჩა და იმას ველტვი, რაც ჩემს წინაა.
  3. დაბადება 19:17
    გარეთ რომ გაიყვანეს, უთხრა ერთმა მათგანმა: „თუ თქვენი სიცოცხლის ხსნა გინდათ, უკან ნუ მიიხედავთ და ნურც ამ დაბლობზე გაჩერდებით! მთას შეეფარეთ, თორემ დაიღუპებით!
  4. დაბადება 19:26
    უკან მიიხედა ლოტის ცოლმა და იქცა მარილის სვეტად.
  5. რიცხვნი 11:5
    გვახსოვს თევზი, რომელსაც უსასყიდლოდ ვჭამდით ეგვიპტეში, აგრეთვე - კიტრი, ნესვი, პრასი, ხახვი და ნიორი.
  6. რიცხვნი 14:4
    უთხრეს ერთმანეთს: „ამოვირჩიოთ მეთაური და დავბრუნდეთ ეგვიპტეში”.

← ყველა თემა „უ“-ზე